ვერა ბრეჟნევამ კონსტანტინე მელაძეს შვილი დაავიწყა? - რატომ ფიქრობენ, რომ პროდიუსერს მისი არსებობაც აღარ ახსოვს - მშობლები

ვერა ბრეჟნევამ კონსტანტინე მელაძეს შვილი დაავიწყა? - რატომ ფიქრობენ, რომ პროდიუსერს მისი არსებობაც აღარ ახსოვს

2021-09-25 06:22:53+04:00

ცნობილი პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე ძალიან იშვიათად ასაჯაროვებს თავისი ვაჟის, ვალერის ფოტოებს, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ვალერი უკვე 16 წლისაა. როგორც მელაძის გამომწერები აღნიშნავენ, თითქოს პროდიუსერმა სულ დაივიწყა მისი არსებობა. მელაძის თაყვანისმცემლებს აინტერესებთ, როგორია ახლა უმცროსი ვალერი და რას საქმიანობს.

mshoblebi

mshoblebi

ცნობილი პროდიუსერი ამჟამად მომღერალ ვერა ბრეჟნევაზეა დაქორწინებული და მასთან საერთო შვილები არ ჰყავს. პირველი ქორწინებიდან კი სამი შვილი ჰყავს - ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. პირველ მეუღლესთან 19-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა. განქორწინების დროს მისი უმცროსი შვილი, ვალერი 8 წლის იყო. განქორწინების შემდეგ შვილები დედასთან, იანა სუმთან დარჩნენ კიევში, კონსტანტინე კი მოსკოვში გაემგზავრა.

mshoblebi

mshoblebi

მელაძესთან ქორწინების შემდეგ იანა, რომელსაც წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, მთლიანად ქალიშვილების აღზრდით დაკავდა. კონსტანტინეს სურდა, მისი მეუღლე სახლში, შვილების გვერდით ყოფილიყო. წყვილის ცხოვრება 2005 წელს შეიცვალა, როცა მათი ვაჟი მოევლინა ქვეყანას. ახლობლები ბიჭუნას უცნაურობებს ამჩნევდნენ, თუმცა ამისთვის სერიოზული მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ.

mshoblebi

როცა ვალერი 2 წლის გახდა, ლაპარაკი და გარშემო მყოფებთან კომუნიკაცია შეწყვიტა. მოგვიანებით მას აუტიზმის მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლები დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ სიმართლეს, მაგრამ განქორწინების შემდეგ იანამ შვილის მდგომარეობაზე საჯაროდ ისაუბრა. კონსტანტინე შვილებს მატერიალურად ეხმარებოდა, იანამ კი მთელი ძალისხმევა ვალერის რეაბილიტაციას მოახმარა. შედეგიც მიიღო. ვალერი უკვე 16 წლისაა. მართალია, გამართული საუბარი კვლავ არ შეუძლია, მაგრამ ახერხებს გამოხატოს თავისი სურვილები და საჭიროებები. დედა გვერდიდან არ სცილდება, რადგან მისი უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლება.

mshoblebi

კონსტანტინესთან იანას მხოლოდ შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე აქვს კომუნიკაცია.

დღეს იანა თავად ფლობს სპეციალურ განმავითარებელ ცენტრს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონ მოზარდებს ეხმარება.