"შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ეს პრო­ცე­სი და გა­სა­წე­რი, თით­ქოს სრუ­ლი­ად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი ავად­მყო­ფი უეც­რად მოკ­ლას" - მშობლები

"შე­იძ­ლე­ბა ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ეს პრო­ცე­სი და გა­სა­წე­რი, თით­ქოს სრუ­ლი­ად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი ავად­მყო­ფი უეც­რად მოკ­ლას"

2021-09-25 14:52:51+04:00

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­დე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, სა­დაც წერს, რომ ჯან­მო-ს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ვი­ზიტ­ზე წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუფს შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და მათ რამ­დე­ნი­მე კლი­ნი­კის ინ­სპექ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

"რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ჯან­მოს, კო­ვიდ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი, შვე­დი სპე­ცი­ა­ლის­ტის, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მოხ­და რა­მო­დე­ნი­მე დიდი კლი­ნი­კის ინ­სპექ­ტი­რე­ბა. გუ­შინ­წინ ჩა­ტარ­და სა­ერ­თო, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა და ამას გარ­და, ცალ­კე­ულ კლი­ნი­კებ­თან იყო ცალ­კე შე­ნიშ­ვნე­ბი და თი­თო­ე­ულს და­ეგ­ზავ­ნე­ბათ პი­რა­დად.

ჩვე­ნი კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი­სას -ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, აუ­ა­რე­ბა კი­თხვა­რით; სრუ­ლი აღ­კაზ­მუ­ლო­ბით შე­მო­ვიდ­ნენ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ყო­ველ დე­ე­ტალს მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა- აღი­ნიშ­ნა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ტო­კო­ლე­ბის სრუ­ლი დაც­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა ავად­მყოფ­თა მოვ­ლის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი.

სა­ერ­თო გან­ხილ­ვი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ისე­ვე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენს ზო­გი­ერთ კლი­ნი­კა­შიც უშ­ვე­ბენ შეც­დო­მას, რო­დე­საც იწყე­ბენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კურ მკურ­ნა­ლო­ბას ად­რე­ულ, ვირუ­სულ ფა­ზა­ში! რო­დე­საც ჯერ არაა წა­მო­სუ­ლი ბაქ­ტე­რია. ეს ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს შემ­დგომ ფა­ზა­ში მკურ­ნა­ლო­ბას!

ამა­ვე დროს, ბაქ­ტე­რი­ულ ფა­ზა­შიც მკურ­ნა­ლო­ბა უნდა იყოს და­მიზ­ნე­ბი­თი- ჯერ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს კულ­ტუ­რა და ისე შე­ირ­ჩეს შე­სა­ბა­მი­სი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და არა ბრმად- ფარ­თე სპექტრის.რა თქმა უნდა, კვლავ მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან მო­ხუ­ცე­ბი და სხვა სო­მა­ტუ­რი ავად­მყო­ფე­ბი. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ: რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ცუდი პა­რა­მეტ­რე­ბის გამო მოხ­ვედ­რილ მო­ხუც ავად­მყოფს, ძა­ლი­ან მცი­რე შან­სი აქვს გა­დარ­ჩე­ნის! ნუ დავ­ტო­ვებთ ჩვენს მშობ­ლებს, ბე­ბია-ბა­ბუ­ებს უშან­სოდ, უნდა ავცრათ! ....

კლი­ნი­კე­ბის ლან­ძღვა, უი­მე­დო ავად­მყოფს ვე­ღარ შვე­ლის, სამ­წუ­ხა­როდ..ძა­ლი­ან ხში­რად მეს­მის: "თა­ვის ფე­ხით შე­ვი­და და დამ­ძიმ­და.." კო­ვიდ ავად­მყო­ფი, თით­ქმის 99% -ში თა­ვი­სი ფე­ხით შე­დის, ფილ­ტვის თუნ­დაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა სი­ა­რულს არ უშ­ლის, მაგ­რამ აღ­მა­ვა­ლი პრო­ცე­სი რო­დე­საც მი­დის, სწო­რედ კლი­ნი­კის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა თა­ვად პა­ცი­ენ­ტიც ვერ ეხ­მა­რე­ბა ექიმს, ვერ ან არ იცავს და­ნიშ­ნულ რე­ჟიმს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის წა­მა­ლი ჯერ არ გვაქვს, ამი­ტომ მკურ­ნა­ლო­ბა მი­დის კომ­პლექ­სუ­რად, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ჟანგბა­დით მკურ­ნა­ლო­ბას, გულ­მკერ­დის მა­საჟს, მუ­ცელ­ზე წო­ლას. მარ­თლა არ მახ­სოვს შემ­თხვე­ვა, როცა პა­ცი­ენ­ტმა იბ­რძო­ლა ჩვენ­თან ერ­თად, არ ჩა­იქ­ნია ხელი და არ გა­დარ­ჩა! მო­ხუ­ცებს, ცხა­დია ბრძო­ლაც უჭირთ..

ერ­თმა მად­ლი­ერ­მა პა­ცი­ენ­ტმა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც ეს ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა, თა­ვი­სი ხე­ლით შე­კე­რა და გად­მოგ­ვცა სა­ჩუქ­რად 4 სპე­ცი­ფი­კუ­რი, თავ­ჩა­სარ­გე­ბი ბა­ლი­ში მუ­ცელ­ზე მწო­ლი ავად­მყო­ფე­ბის­თვის. ეს ბა­ლი­შე­ბი ჩემ­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის აპა­რა­ტუ­რა­ზე არა­ნაკ­ლებ ძვირ­ფა­სია...ყვე­ლა­ზე მძი­მე კი მა­ინც კო­ვი­დის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვირუ­სი აზი­ა­ნებს ენ­დო­თე­ლი­უმს, მათ შო­რის- სის­ხლძარ­ღვთას. ნე­ბის­მი­ერ სის­ხლძარ­ღვში შე­იძ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ფა­რუ­ლად ეს პრო­ცე­სი და მე­დი­ცი­ნის ახ­ლან­დელ ეტაპ­ზე ვერ გა­ვი­გოთ. თუ ჩონ­ჩხის კუნ­თებ­შია- ვი­ღებთ ჰე­მა­ტო­მებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ო­პე­რა­ცი­ოც გახ­დეს. ხოლო თუ თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვებ­ში- შე­იძ­ლე­ბა გა­სა­წე­რი, თით­ქოს სრუ­ლი­ად გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი ავად­მყო­ფი უეც­რად მოკ­ლას! ამა­ზე მძი­მე გა­და­სა­ტა­ნი ექი­მის­თვის, მერ­წმუ­ნეთ არა­ფე­რია" - წერს და­ვით გა­დე­ლია.