ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა
ავარიას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წინ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი სახის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს. მას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
794
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები