როგორ სკოლაში სწავლობენ ილონ მასკის ვაჟები და რა არის ცნობილი მის 6 ვაჟზე - მილიარდერს მხოლოდ ბიჭები ჰყავს, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით გაჩნდნენ
როგორ სკოლაში სწავლობენ ილონ მასკის ვაჟები და რა არის ცნობილი მის 6 ვაჟზე - მილიარდერს მხოლოდ ბიჭები ჰყავს, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით გაჩნდნენ

ილონ მასკი და კანადელი მომღერალი გრაიმსი 3 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. რამდენიმე თვის წინ მათ ვაჟიც ეყოლათ, თუმცა ამ ეპატაჟურმა წყვილმა განშორების შესახებ გააკეთა განცხადება. წყვილი ამბობს, რომ დაშორებულნი არიან, თუმცა ეს მთლად ასეც არ არის, რადგან ილონი და გრაიმსი ერთად ცხოვრებას განაგრძობენ.
„სანახევროდ დავშორდით... სინამდვილეში გვიყვარს ერთმანეთი, ხშირად ვხვდებით და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. SpaceX და Tesla გამუდმებით ჩემს ტეხასში ყოფნას ითხოვს ან საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობა მჭირდება, გრაიმსის სამუშაო კი ძირითადად, ლის-ანჟელესშია. ახლა ის ჩემთან ცხოვრობს, პატარა იქსი კი -
გვერდით ოთახში“ - განაცხადა ილონ მასკმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
mshoblebi
ილონი და გრაიმსი თავიანთ ვაჟს მოფერებით პატარა იქსს ეძახიან. მისი სრული სახელია X Æ A.
გრაიმსისთვის ის პირველი და ერთადერთი შვილია, ილონი კი მრავალშვილიანი მამა გახლავთ. მას ყოფილ მეუღლესთან, ჟიუსტინთან, რომელთანაც 8 წელი იცხოვრა, 6 შვილი ეყოლა, თუმცა მხოლოდ 5 მათგანია ცოცხალი. პირველი შვილი ნევადა ალექსანდრე რომელიც 2002 წელს დაიბადა, 10 კვირისა გარდაიცვალა. მიზეზი ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომი იყო.
შვილის სიკვდილიდან 6 კვირაში ჟიუსტინმა პირველი ხელოვნური განაყოფიერება ჩაიტარა, შემდეგ მეორე. პირველ ჯერზე 2 ტყუპი ეყოლათ, ქსავია და გრიფინი. მეორედ კი 3 ტყუპი - კაი, საქსონი და დამიანი.
სხვათა შორის, ილონს მხოლოდ ვაჟები ჰყავს, დიახ, ექვსივე შვილი ორივე ქალისგან,
ბიჭია. ორ მათგანს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, მათგან ერთი განიკურნა.
მშობლებს შვილებზე საუბარი არ უყვართ, ცნობილია, რომ მეურვეობას თანაბრად ინაწილებენ. მასკს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება თავის ბიჭებთან გატარებული დროა.
ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ილონის ვაჟები ძალიან ზრდილობიანი და კეთილი ბავშვები არიან. მიჩვეულები არიან ჯანსაღ კვებას და ამიტომ მხოლოდ კონკრეტული მარკის წარმოებულ საკვებს ითხოვენ. ბიჭები კარგ განათლებასაც იღებენ - ეს მასკის აღზრდის მთავარი პრინციპია.
„ჭკვიანმა და განათლებულმა ხალხმა რაც შეიძლება ბევრი შვილი უნდა გააჩინოს, რათა ბავშვები მათ დაემსგავსონ“ - ამბობს მასკი.

ბიჭები თავიდან ნიჭიერთა სპეციალურ სასწავლებელში სწავლობდნენ - აქ მოხვედრა მხოლოდ IQ-ს ტესტით არის შესაძლებელი, მაგრამ მილიარდერს ეს სკოლა არ მოეწონა. საბოლოოდ თავად დაარსა სასწავლებელი, სადაც მხოლოდ SpaceX-ის თანამშრომლების შვილები სწავლობენ.

2211
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები