"დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი" - თინა ხიდაშელი
"დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს უკვე ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი" - თინა ხიდაშელი
მოგეხსენებათ, თინათინ ხიდაშელი პოსტკოვიდური გართულებების გამო გერმანიაში მკურნალობს. კორონავირუსმა მისი ცხოვრება და ჯანმრთელობა ძალიან შეცვალა, თუმცა გერმანელი ექიმების დახმარებით, აშკარა პროგრესი იგრძნობა და სწორედ ამის შესახებ წერს ქალბატონი თინა სოციალურ ქსელში:

„ალბათ ყველაზე ნაკლებად ამის დროა ახლა, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, მოკლედ ჩემს ამბებს მოგიყვებით. 
მე და დათო ისევ გერმანიაში ვართ და კარგი ამბავი გვაქვს. ფუნქცია, რომელიც ფაქტიურად მკვდარი და თითქოს უიმედო იყო, აღდგა. რაც იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვან სიარულს შევძლებ. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ დღეს უკვე
ეჭვი აღარ აქვთ, რომ ძველებურად გავივლი.
სამწუხაროდ, რაღაცეების ბოლომდე დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებისთვის კიდევ ერთი კვირა დაგვტოვეს… მაგრამ იმედია, მალე სიარულთან ერთად ცხოვრების რიტმსაც სრულად აღვიდგენ.
ასეთი ამბავი გვაქვს ჩვენ და ამ დაძაბულ დროს ვიცი, გაგიხარდებათ.

P.S. მერკელს ჩემს გარეშე ხომ არ გააცილებდნენ გერმანელები. ჰოდა, დღეს არჩევნებია გერმანიაში და სამშობლოში კი ვერ შევძელი საარჩევნო ამბებში მობაწილეობა და აქ დავესწარი ლიბერალების ღონისძიებებს“.

თეკლა ჟვანია
1492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები