"არ მიყვარს საჯაროობა და მირჩევნია, ხშირად არ გამოვჩნდე... ვთვლი, რომ ყველაზე კარგი პროფესია არის დედობა" - ნუნუკა თამაზაშვილი
"არ მიყვარს საჯაროობა და მირჩევნია, ხშირად არ გამოვჩნდე... ვთვლი, რომ ყველაზე კარგი პროფესია არის დედობა" - ნუნუკა თამაზაშვილი
გადაცემაში "ნოესთან" ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან - ნანუკა თამაზაშვილთან და შვილებთან ერთად წარდგა. ნოე სულაბერიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ჰკითხა, რატომ არ ჩნდება საჯაროდ ხშირად, რამდენადაა ჩართული მამა შვილების აღზრდაში და რას ურჩევს მას:
mshoblebi
"სამწუხაროდ, არ მიყვარს საჯაროობა და მირჩევნია, ხშირად არ გამოვჩნდე. ირაკლი ყოფით საქმეებში ახლა უკვე ვეღარ მეხმარება. იყო დრო, როცა მეხმარებოდა. მაგალითად, ძალიან ჩართული იყო ნიკოლოზის აღზრდაში. ბაღსა და სკოლაში მიჰყავდა... ახლა, სამწუხაროდ, აღარ სცალია. ვთვლი, რომ ყველაზე კარგი პროფესია არის დედობა. საკმაოდ რთულია, მაგრამ, მივეჩვიე. ირაკლი ძალიან კეთილშობილი,
ერთგული, სამართლიანი, მზრუნველი და პრინციპულია. ცხოვრებაში თავის წესები აქვს და ამ წესებს არასდროს არღვევს. რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ. ვურჩევ, რომ ნაკლებად ემოციური იყოს." - ამბობს ნუნუკა თამაზაშვილი.
mshoblebi
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. მისი გოგონა, ნინო, ამბობს, რომ როცა დიდი გაიზრდება, თავადაც პრემიერმინისტრობა სურს. მამის გზის გაგრძელება და პოლიტიკოსობა უნდა ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟს, ანდრიასაც. გაბრიელი კი ამბობს, რომ ძალიან ძლიერი ჯარისკაცი უნდა გამოვიდეს. შვილებს შორის ყველაზე უფროსის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის თქმით კი, მისთვის "საამაყოა ასეთი მამის ყოლა. მამაჩემის გვარის ტარება პასუხისმგებლობაა ყველაფერში. რაშიც გამოცდილი ვარ და ვერკვევი, შეიძლება რაღაც ვუთხრა და რჩევაც მივცე".
mshoblebi
4679
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თინა
0
სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ!
10:56 / 28-09-2021
1
კარგი ოჯახია
14:14 / 27-09-2021
მსგავსი სიახლეები