"ახალი ცხოვრება იწყება..." - განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა
"ახალი ცხოვრება იწყება..." - განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა
"ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება!" - დაწერა განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ტყუპი ქალ-ვაჟი გააცნო. "სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა. ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება", - ამბობს ბედნიერი მამა. 
mshoblebi
როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია, რომელიც ასევე განათლების სისტემაში მუშაობს. ისინი ჯეჯელავას მინისტრობის დროიდან თანამშრომლობდნენ და ახლაც ერთად საქმიანობენ - პირადი და პროფესიული განვითარებისთვის, განათლების პოპულარიზაციისთვის ტრენინგებისა და ლექციების ორგანიზებით არიან დაკავებული.
mshoblebi
მანამდე მინისტრი ნატალია მუხადგვერდელზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ბატონი ალექსანდრე უკვე ბაბუაცაა და შვილიშვილები ჰყავს.
mshoblebi
10212
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
მარინა ქარსელაძე
0
გილოცავთ. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.
12:20 / 07-10-2021
თათა
1
48 წლის კაცზე რომ ამბობთ ბაბუა კაცი რამ ააცანცარაო? არ გრცხვენიათ??
18:46 / 29-09-2021
მსგავსი სიახლეები