რას საქმიანობს გურამ გვასალია, რომელსაც ნაკლებად იცნობენ საქართველოში? - ძმები გვასალიების მოგონებები საქართველოზე და ტრიუმფი
რას საქმიანობს გურამ გვასალია, რომელსაც ნაკლებად იცნობენ საქართველოში? - ძმები გვასალიების მოგონებები საქართველოზე და ტრიუმფი
დემნა გვასალია დღეს ის სახელი და გვარია, რომელიც თავისთავადაც უკვე ბრენდად იქცა და მსოფლიო იცნობს. წლევანდელი "მეთ გალა" საერთოდაც დემნას ბენეფისად იქცა, რადგან ვარსკვლავების დიდ ნაწილს მისი ექსპერიმენტები ჰქონდა მორგებული - ჯასტინ ბიბერის ჩაჩაჩულ შარვალზე და თავფეხიანად შავებში გამოწყობილ კიმ კარდაშიანზე ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. 
რა ხანია, დემნამ საკუთარი სიტყვა თქვა მსოფლიო მოდაში, ჯერ თავისი ბრენდით - ვეტემენტსით, ახლა კი "ბალენსიაგას" სახელით. ქართული წარწერებით თუ 1990-იანების საქართველოში აქტუალური დეტალებით არაერთი მოდელი გამოიყვანა სცენაზე და მისი ყოველი ახალი კოლექცია რაღაც ახალს
ამბობს, გარდა იმისა, რომ თანამედროვე მოდის სტანდარტებს სრულიად ატრიალებს.
mshoblebi
“ჩემი საკუთარი ისტორიის, ამბის მოთხრობა მინდოდა. ამით დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. დიდი ზომის ტანსაცმელი ჩემი ბიძაშვილების გარდერობიდანაა, მათ მაშინ ფული ჰქონდათ, მე კი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ საერთოდ არსებობდა მოდა”, – ამბობდა გვასალია ძმასთან ერთად შექმნილი ბრენდის "ვეტემენტსის" ერთ-ერთი ჩვენების შემდეგ.
ბევრმა არ იცის, რომ დემნას სახელი მოდის სამყაროში თავდაპირველად სწორედ ამ ბრენდის სახელით გაისმა, რომელიც მან და მისმა უმცროსმა ძმამ - გურამ გვასალიამ შექმნეს.
ბიჭები სოხუმში დაიბადნენ, მერე მცირე ხანს ომის შემდეგ თბილისში ცხოვრობდნენ, შემდეგ - უკრაინაში, მერე კი ემიგრაციაში წავიდნენ ემიგრაციაში.
- ჩემი ოჯახი ყოფილი საბჭოთა საქართველოდან დიუსელდორფში 2000 წელს გადავიდა საცხოვრებლად,
სადაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში დავრჩი. სწორედ აქ მივხვდი, რა მინდოდა. ეკონომიკის გარკვეული საფუძვლები საქართველოში ვისწავლე, რადგან ჩემს მშობლებს არ სჯეროდათ, რომ დიზაინერობა შეიძლებოდა რეალური პროფესია ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე და როცა გერმანიაში ჩავედი, ოჯახში გაჩნდა იდეა, რომ ბანკში დამეწყო მუშაობა, თუმცა, მე გადავწყვიტე დიუსელდორფში მაინც ის გამეკეთებინა, რაც რეალურად მინდოდა. სწორედ ამიტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ანტვერპენში დავიწყე სწავლა, - იხსენებს დემნა. 

მსგავსი ისტორია აქვს გურამსაც: "გერმანიაში მე-13 გიმნაზია დავამთავრე და ევროპულ ბიზნესსკოლაში ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. განათლება საერთაშორისო მართვის სფეროში გავაგრძელე კიოლნის ბიზნესსკოლაში და ამერიკულ ბიზნესსკოლაში, პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან "ვმეგობრობ", შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა. უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და კონსულტაციებს ვუტარებ დღესაც დიდ და მცირე ბრენდებს განვითარებასა და წინსვლაში", - ამბობს გურამი, რომელიც ასევე გახლავთ ავტორი წიგნისა «Size Zero: A Guide To Spiritual Management» და ამ თემაზეც ატარებს ხოლმე ლექციებს.
mshoblebi
ძმები გვასალიები მერილინ მენსონთან ერთად

დემნა იხსენებს, რომ საქართველოში მას საბჭოთა ბავშვობა ჰქონდა, სტალინისტურ, ლენინისტურ და კომუნისტურ იდეებზე იზრდებოდა და რეალურ ინფორმაციას მოკლებული იყო.
"მხოლოდ ორი ჟურნალი არსებობდა, სადაც დასავლეთში მიმდინარე მოდის ტენდენციებზე არაფერი იყო ნათქვამი. შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და საქართველო გაიხსნა. ეს აფეთქებას ჰგავდა, უცებ საშუალება მოგვეცა, დაგველია "ფანტა", "კოკა-კოლა" წაგვეკითხა Vogue-ი. შემდეგ გაჩნდა "მაკდონალდსი", სადაც დაბადების დღის გადახდა ძალიან პოპულარული იყო. მახსოვს, ერთხელ დაბადების დღე იქ მეც გადავიხადე და ეს ისეთი საოცარი იყო, თითქოს პარიზში, Caviar Kaspia-ში მივდიოდი. Happy Meal-ი ხალხს ნამდვილად ჰგვრიდა ბედნიერებას", - ამბობს დემნა გვასალია.
mshoblebi
დემნა და კიმ კარდაშიანი "მეთ გალაზე"

"16-17 წლის ასაკი განსაკუთრებით რთული იყო, რაც ჩემი აზრით, ნორმალურია, გავხდი ასოციალური, დეპრესიული, ყველაფერი მძულდა. შემდეგ კი გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც კულტურული შოკი მივიღე - აღმოვაჩინე მუსიკა, მოდა, ხელოვნება, ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში არ მქონდა. რაც გერმანიაში 12 წლის ასაკში აღმოაჩინეს, იმ ყველაფრის შესახებ მე 19 წლის ასაკში შევიტყე," - აღნიშნავს დემნა.
ის ხშირად ახსენებს, რომ ბებია ძალიან უყვარს. როდესაც რაიმე საპატიო ჯილდოს მფლობელი ხდება, ბებიას უძღვნის ხოლმე. „ბებიაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სამოსი საკუთარ თავზე მოერგო და ახლაც ასე იქცევა, ყველაზე ექსცენტრული ადამიანია, ვინც კი მინახავს. 75 წლისაა და პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელი აცვია," - იხსენებს დემნა.

რაც შეეხება გურამს, რომელიც ახლაც ძმები მიერ ერთად დაარსებული ბრენდის Vetements-ის გენერალური დირექტორია, ამბობს, რომ ხშირად ენატრება საქართველო. 

"მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ, რომ საქართველოდან ვარ. ეს დიდ ძალას მაძლევს. რა იქნებოდა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი? ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუმცა თუ მაინც დავრჩებოდი, ალბათ, პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭს", - ამბობს გურამი.
mshoblebi
გურამ გვასალია

რაც შეეხება პირველ წარმატებებს, მათი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სწორად შეაფასეს დრო და სოციალური ქსელები. ასევე ის, რომ კოლაბორაციის ფასს მიხვდნენ და შედეგად, სხვადასხვა ბრენდთან ერთობლივი კოლექციები მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა.
mshoblebi
რენატა ლიტვინოვასთან ერთად

mshoblebi
5688
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ანი
0
მისი მთავარი გზის გახსნის საიდუმლო მის სექსუალურ ორიენტაციაში დევს. საჭირო დროს საჭირო პარტნიორი.
09:02 / 02-10-2021
მაიკო
0
კიდევ ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო გვასალიებს, კარგია, რომ საქართველოს არ ივიწყებენ. მომწონს, რომ გულწრფელები არიან და ამბობენ იმასა, რაც თავს გადახდათ და არ „პაკაზუხობენ".
19:47 / 01-10-2021
მსგავსი სიახლეები