რატომ ამბობენ ვაქცინაციაზე უარს საქართველოში და რომელ მიზეზებს ასახელებენ ყველაზე ხშირად
რატომ ამბობენ ვაქცინაციაზე უარს საქართველოში და რომელ მიზეზებს ასახელებენ ყველაზე ხშირად
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევის შედეგებს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რესპონდენტთა პროცენტული წილი, ვინც გაიკეთა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე პირველი დოზა და ჰქონდა რაიმე გვერდითი მოვლენა, 34.2 პროცენტს შეადგენს.

გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად სახელდება:

  • ლოკალური ტკივილი (40.5%)
  • სიცხე (34.8%)
  • დაქანცვა/დაღლილობა (32.8%)
  • კუნთების ტკივილი (11.5%)
  • თავის ტკივილი (10.0%)
  • სახსრების ტკივილი (10.0%)
  • გულისრევის შეგრძნება (4.6%)
  • სისხლის მაღალი წნევა (3.2%)
  • შფოთვა/მოუსვენრობა (2.4%)
  • ღებინება (1.6%)
  • დიარეა (ფაღარათი) (1.1%)
  • ლოკალური შეშუპება (1.1%).
გამოკვლევის თანახმად, იმ
რესპონდენტებს შორის, ვისაც არ გაუკეთებია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, 44.6 პროცენტი გაიკეთებდა ვაქცინას, 11.7 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 14.1 პროცენტისათვის - თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.6 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება. დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში რესპონდენტების 48.6 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 40.1 პროცენტი გაიკეთებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის თანაბარია. კაცების 44.9 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა 44.5 პროცენტია.

ვინც აცრას აპირებს, ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინებია:

  • პფაიზერ-ბიონტექია - 60.8%
  • სინოფარმს - 36.1 პროცენტი
  • სინოვაკს - 10.4 პროცენტი
  • ასტრაზენეკას კი - 6.4 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.

მიზეები, რატომ არ აქვთ სურვილი ან არ გადაუწყვეტიათ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება:

  • რესპონდენტების 39.5 პროცენტი
    ასახელებს ვაქცინის გვერდით მოვლენებს
  • 34.1 პროცენტის აზრით, ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი
  • რესპონდენტების 33.7 პროცენტისათვის ჯანმრთელობის არსებული პრობლემებია მიზეზი
  • 19.1 პროცენტი ფიქრობს, რომ ვაქცინა იწვევს სიკვდილს ან უნაყოფობას
  • 10.0 პროცენტი ასახელებს ზოგიერთ მედიკამენტზე ალერგიას
  • 8.2 პროცენტი - ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას
  • რესპონდენტების 6.0 პროცენტი თვლის, რომ COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე გაზვიადებულია
  • 4.6 პროცენტი - ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება
  • 4.1 პროცენტი ასახელებს COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებულ იმუნიტეტს
  • 0.7 პროცენტის აზრით, ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს.
რაც შეეხება მოტივს, ვისაც არ გაუკეთებია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთოს, ვაქცინის გაკეთების მთავარ მოტივს, 62.5 პროცენტისთვის წარმოადგენს საკუთარი თავის დაცვა, 21.4 პროცენტისათვის - საზოგადოებაში იმუნიტეტის გამომუშავების საჭიროება, 11.1 პროცენტისათვის - სხვა ადამიანების დაცვა, 2.6 პროცენტისათვის - შეზღუდვების შემსუბუქება, ხოლო 0.4 პროცენტისათვის - არსებული მაგალითები, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

კვლევის შედეგები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი

764
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები