"დედას ჰყავდა ხელში 20 დღის შვილი, ქმარი და 1,3 წლის ბავშვი მანქანაში იყვნენ. მეუღლე გადარჩა იმით, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები... " - თვითმხილველი
"დედას ჰყავდა ხელში 20 დღის შვილი, ქმარი და 1,3 წლის ბავშვი მანქანაში იყვნენ. მეუღლე გადარჩა იმით, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები... " - თვითმხილველი

ბა­თუმ­ში 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. 

"გვერ­დით სა­დარ­ბა­ზო­ში ვცხოვ­რობ, შე­მო­მეს­მა უზარ­მა­ზა­რი აფეთ­ქე­ბა­სა­ვით ხმა, გა­მოვ­ვარ­დი და ვნა­ხე რომ მთე­ლი სა­დარ­ბა­ზო იყო ჩა­მოშ­ლი­ლი. გვერ­დით იდგა მან­ქა­ნა, მან­ქა­ნის გა­რეთ დე­დას ჰყავ­და ხელ­ში 20 დღის მე­ძუ­ძუ­რი შვი­ლი, ქმა­რი და წლის და სამი თვის ბავ­შვი მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ. მე­უღ­ლე გა­დარ­ჩა იმით, რომ მის მხა­რეს არ და­ე­ცა სინ­კა­რე­ბი. ბავ­შვს და­უ­ზი­ან­და ფეხი, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ძლივს გად­მო­იყ­ვა­ნა მან­ქა­ნი­დან სას­წრა­ფომ. მი­ზე­ზი ზუს­ტად არა­ვინ იცის. ამ­ბო­ბენ, კორ­პუ­სი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყოო. იმ­დენს თხრი­ან აქა­უ­რობს, გა­მო­უ­თხა­რეს ძირი, მთე­ლი ბა­თუ­მი ასეა
გა­და­თხრი­ლი. მე­ო­რე სარ­თულ­ზე იყო რე­მონ­ტი, იქი­დან შე­უმ­ჩნე­ვით თავ­და­პირ­ვე­ლად ქვე­ბის ცვე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვარ­თან“.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის ინფორმაციით, ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა, მეორე ბინაში კი სილამაზის სალონი იყო მოწყობილი.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ სადარბაზოში, დანარჩენ 5 სართულზე, დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობდა.
8929
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები