როგორც ცნობილია, დღეს ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა და ნანგრევებში არიან ჯერაც ადამიანები. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ბინა ამ კორპუსში მომღერალ ლაშა ღლონტისა იყო და იქ დედამისი იმყოფებოდა:
"ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი ნამდვილად ჩემია, დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის!!! მაპატიეთ ვერ ვპასუხობ ყველა ზარს!!! დედა კარგადაა. ვილოცოთ ყველას გადარჩენისთვის", - წერს ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში.