"ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და და სახ­ლში იყო... ორი ბავ­შვია შიგ­ნით, კონ­ტაქ­ტზე ვერ გავ­დი­ვართ" - ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ - მშობლები

"ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და და სახ­ლში იყო... ორი ბავ­შვია შიგ­ნით, კონ­ტაქ­ტზე ვერ გავ­დი­ვართ" - ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ

2021-10-08 12:12:41+04:00

ბა­თუმ­ში ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეძე­ბენ. რო­გორც "ტვპირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ისი­ნი ამ­ბო­ბენ, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­მა­ყა­რე­ბას ტე­ლე­ფო­ნით ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის თქმით, ის 12 წლის შვი­ლიშ­ვილს და რძალს ვერ პო­უ­ლობს.

"გა­ვი­გო, რომ ცო­ცხა­ლია, მკვდა­რია და გა­მო­ვალ. ვუ­რე­კავ და არ პა­სუ­ხო­ბენ. მე­სა­მე სარ­თულ­ზე იყ­ვნენ. რაც გა­ვი­გე ეს ამ­ბე­ბი, მას შემ­დეგ ტე­ლე­ფონ­ზე ვრე­კავ და არ მპა­სუ­ხო­ბენ. სამ­სა­ხუ­რი­დან მოვ­დი­ვარ. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ერთი სკო­ლა­შია, ერთს ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლი ჰქონ­და და სახ­ლში იყო, მას­თან ერ­თად იყო ჩემი რძა­ლიც, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონ­ზე არ მპა­სუ­ხობს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სახ­ლში იყო, 12 წლის არის", - ჰყვე­ბა ერთი-ერთი ქალ­ბა­ტო­ნი.

კი­დევ ერთი გო­გო­ნა ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის 4 წევ­რს ეძებს, რომ­ლე­ბიც მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ იმ სა­დარ­ბა­ზო­ში, სა­დაც ნგრე­ვა მოხ­და.

"ორი ბავ­შვია შიგ­ნით, კონ­ტაქ­ტზე ვერ გავ­დი­ვართ. განაგრძეთ კითხვა