კორპუსის ნანგრევებიდან ამ დროისთვის 5 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი, მათ შორის 2 ბავშვია
კორპუსის ნანგრევებიდან ამ დროისთვის 5 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი, მათ შორის 2 ბავშვია

საუბედუროდ, ბათუმში მომხდარ ნგრევას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. მაშველებმა ნანაგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია, ორი მამაცი, ერთი კი ასაკოვანი ქალბატონი. 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გუშინ, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.
1230
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები