საუბედუროდ, ბათუმში მომხდარ ნგრევას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. მაშველებმა ნანაგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია, ორი მამაცი, ერთი კი ასაკოვანი ქალბატონი. 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გუშინ, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.