კორპუსის ნანგრევებში დაღუპული ბავშვების დედა, რომელიც რეანიმაციაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა
კორპუსის ნანგრევებში დაღუპული ბავშვების დედა, რომელიც რეანიმაციაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა
ბათუმში ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებიდან ორი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იმ ქალბატონის შვილები არიან, რომელიც მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა დღეს დილით ისიც გარდაიცვალა.
მამა ტრაგედიის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მისი თქმით, მეუღლის, ინგა მეკეიძის ამოყვანის შემდეგ ნანგრევებში მისი 1 და 9 წლის შვილები რჩებოდნენ. მათი მესამე შვილი იმ დროისთვის ბაღში იმყოფებოდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქალს გუშინვე პერიოდულად აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი პარამეტრები, მას რამდენჯერმე გაუჩერდა გული, თუმცა მაშინ მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. დღეს დილით კი დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. 

8679
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნანა
2
რა საცოდაობააა
11:05 / 09-10-2021
მარინა
1
ღმერთო სად წავიდე რა ვქნა უკვე ვერ უძლებ ამდენ უბედურებას,ცუდად ვარ,ვიხრჩობი ცრემლში,მეგონა დედა და შვილები გადარჩებოდნენ,გული დამეთუთქა ამათი ცოდვით,თან როგორი 9-10 საათიანი ჯოჯოხეთი გამოიარეს და სიკვდილიც არ აცდათ,რა ხდება ჩვენ და საქართველოს თავს
10:57 / 09-10-2021
მსგავსი სიახლეები