დედა და 12 წლის შვილი ნანგრევებიდან გარდაცვლილები ამოიყვანეს
დედა და 12 წლის შვილი ნანგრევებიდან გარდაცვლილები ამოიყვანეს


ბა­თუმ­ში, მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვებ­მა კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი დედა-შვი­ლი არი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლი იყო, ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი იყო 12 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც სახ­ლში ონ­ლა­ინ-გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და, რა დრო­საც ნგრე­ვა მოხ­და.

ამ დრო­ის­თვის გრძელ­დე­ბა კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზოს ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 8 ადა­მი­ა­ნი, ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ერთი  ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ად­გილ­ზე სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია კი­დევ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ნგრე­ვის ფაქ­ტზე შსს-მ
3 პირი, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვა.

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე, 7-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის ერთი სა­დარ­ბა­ზო გუ­შინ ჩა­მო­ინ­გრა.



1549
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები