"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოცნებობ, არავინ ყოფილიყო სახლში...", "ჩემი მთავარი ფობია: უხარისხო, არასაიმედო მშენებლობები და “კედლები” და ნიადაგი, რომელიც სულ მგონია, რომ ყველგან გამოცლილია…"
"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოცნებობ, არავინ ყოფილიყო სახლში...", "ჩემი მთავარი ფობია: უხარისხო, არასაიმედო მშენებლობები და “კედლები” და ნიადაგი, რომელიც სულ მგონია, რომ ყველგან გამოცლილია…"
ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება მომხდარს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, ასევე საუბრობენ დაშენება-მიშენებების, უკანონო მშენებლობების დაუსრულებელ პრობლემაზე, რომელიც არის ქვეყანაში. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:

ნუკი კოშკელიშვილი:
"სიტყვები არ მყოფნის… გული მეწვის!!! რა საშინელება მოხდა… იქ, სადაც ყველაზე დაცული ხარ, სახლში!! ამდენი ადამიანის სიცოცხლე, მე მხოლოდ გარდაცვლილებს არ ვგულისხმობ, მათ ოჯახის წევრებსაც ვგულისხმობ… ისინიც შეეწირნენ ამ ტრაგედიას. ბათუმი და სრულიად საქართველო გლოვობს თითოეული ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს.სულ ცოტა ხნის წინ
ვიძახდი როგორი შიშები მაქვს, სულ მაქვს, ალბათ ბევრს ჩემსავით ექნება, სადღაც რომ გადიხარ და სულ გეშინია ცუდი ამბავი არ გაიგო, ბავშვი გირჩევნია სახლში იყოს, სხვა ოჯახის წევრებიც, თითქოს მშვიდდები, რომ იცი ყველა სახლშიააა… ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოცნებობ, არავინ ყოფილიყო სახლში… როგორ მტკივა გული, როგორ მეცოდება ყველა… რატომ ხდება ასეთი რაღაცეები? იმედი მაქვს ყველა სათანადოდ დაისჯება, ვინც არ მიხედა ამ სახლს, ვინც მზიდი კედელი ჩამოანგრია, ვინც უფლება დართო დაეშენებინათ სართულები, ვინც არ შეამოწმა, მაგრამ დაისჯება და რა??? რა შეიცვლება ამით…. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, გამაგრდი ჩემო საყვარელო ბათუმო."

სალომე შარვაძე:
"გაფრინდნენ ანგელოზები.
ძალიან მძიმე დღეა…
ყველა სიტყვა ზედმეტია…
წარმოდგენაც არ მინდა როგორია ცოცხლად დამარხული შვილების ყურება…
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ბათუმს და მთელს საქართველოს".

ალექსანდრა პაიჭაძე:
"ჩემი მთავარი ფობია: უხარისხო, არასაიმედო მშენებლობები და “კედლები” და ნიადაგი, რომელიც სულ მგონია, რომ ყველგან გამოცლილია… არაფრის არ მეშინია, მხოლოდ ამის ფობია მაქვს, მგონია, ყველა მთა დაცურდება, ფერდობი ჩამოიშლება, ძველი და ახალი კორპუსიც განადგურდება, ადამიანის ხელი თუ შეეხო მითუმეტეს... ბოლო პერიოდში ძველი კორპუსიების ინტენსიური ნგრევა მაქვს ტვინში აკვიატებული. თითქოს ვხედავ სუსტ ადგილებს და გული მიწუხს, იმის გააანალიზებით, რომ ჩვენვე ვქმნით ამ საფრთხეებს… თანავუგრძნობ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას. ეს კოშმარი ყოფილიყოს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, გამაფრთხილებელი და განგაშის ზარის მომცემი, ყველასთვის და პირველ რიგში სახელმწიფოსთვის! მშვიდად განისვენეთ, ანგელოზებო! გვაპატიეთ ამდენი დაუდევრობა…. ოდესმე გაგვეღვიძება".

3041
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნინოს
0
ყველა შემთხვევაში ასე მოხდებოდა! - საყრდენს რომ გამოაცლი სახლს, რაღა დაიჭერს სიმძიმეს, რომელსაც ნანგრევების უხარმაზარი მასის სახით ვხედავდით ამ უბედურების ადგილზე?!. როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა ადამიანმა, რაოდენ უცოდინარის გინდა იყოს სამშენებლო საქმისა, ვერ გაიაზროს, რა მოჰყვება საყრდენის გამოცლას?! - ეს ერთი! მეორეც, როგორ შეიძლება, ამხელა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეუდგეს პატრონი და წინასწარ არ მოიყვანოს სპეციალისტები და მათთან არ გაიაროს კონსულტაცია, რისი გაკეთება შეიძლება აქ უსაფრთხოდ და რისი - არა?! ახლა რომ ყვლა ხელებს ასავსავებს, ჩემი ბრალი არ არისო, აბა ვისი ბრალია, ჩემი?
12:53 / 11-10-2021
დავითი
1
შევარდნაძის დროს არსებობდა მშენებლობის ნორმები, მაგრამ როგორც დანარჩენი სხვა არ სრულდებოდა. მიშამ ეს ნორმები ფაქტიურად გააუქმა, კორუფციის წყაროაო და ყველამ რაც და როგორ უნდოდა ისე დაიწყო შენება. მოვიდა ოსნება, გავიდა 9 წელი და არავის უფიქრია მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების შემოღება ქვეყანაში. იქნებ ამ ტრაგედიამ მაინც გამოაფხიზლოს ხელისუფლება და რაღაც ელემენტარული სტანდარტები მაინც შემოიღონ მშენებლობებზე. ადრე ხომ დაიწვა ბათუმში სასტუმრო, რომელიც პლასტიკით იყო აშენებული. მერე რა მოხდა? არაფერი ბავშვები დაიღუპნენ. არ არსებობდა აკრძალვა, რომ აღნიშნული ცეცხლსაშიში მასალით მშენებლობა არ შეიძლება. აქ კიდე 2 სართული დააშენეს, მერე ამან კედლები გამოუთხარა და დაინგრეოდა აბა რას იზამდა.
10:32 / 11-10-2021
მსგავსი სიახლეები