"ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე" - ზვიად კორძაძე
"ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე" - ზვიად კორძაძე
ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას:

"ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე.
ვიღაცა რომ ცოლს სცემს მთელი ცხოვრება და შენი საქმე არ გგონია, ერთხელაც როცა გაიგებ, რომ ცემაში მოკლა, არ გაქვს მორალური უფლება, პანაშვიდზე მიხვიდე და ობლების ბედზე ცრემლები ღვარო.
კატალოზატორს რომ ამოუღებ მანქანას, არ გაქვს მორალური უფლება, ახლობელი კიბოთი რომ მოკვდება, იმის ოჯახს მიუსამძიმრო.
ვადაგასულ პროდუქციას რომ ახალ ვადას გადაარტყამ, არ
გაქვს მორალური უფლება, ვირის ხორციანი შაურმა როცა ახლობელს მოგიწამლავს, აღშფოთდე და დასჯა მოითხოვო.
200-ით მანქანა რომ ჩაგიქროლებს შუა ქალაქში და პატრულში არ დარეკავ, არ გაქვს მორალური უფლება, ფეისბუკზე რომელიმე შემზარავი ავარიის ფოტო გამოფინო და გატეხილი გული და ცრემლები მიახატო.
ძაღლს რომ აწამებს ქუჩაში ვინმე და პატრულში არ რეკავ, არ გაქვს მორალური უფლება ვიშვიშებდე, როგორ სისასტიკით ჩაიდინა ვიღაცამ მკვლელობა და ასკვნიდე, რომ გაფუჭდა ხალხი.
. . .
სახელმწიფოს მოქალაქეები ქმნიან და არა საკუთარ სახლებში გამოკეტილი თვალ და ყურდახშული ინდივიდები.
სანთლები რომ ჩაიწვება, ჩათვალეთ, რომ ვალი მოიხადეთ და მშვიდად დაიძინეთ…"
6641
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
0
!- ს პასუხად . ზუსტად მაგას ამბობს ეს კაციც, რომ ადამიანების საქციელია გამოსასწორებელი, ანუ საზოგადოება არის გასაზრდელი ,თუ ვიღაც ხანდახან არ აკეთებს თქვენი სწორი მოქმედებებიდან სწორ დასკვნას, ეს მისი პრობლემაა და იმ საზოგადოების, სადაც მიღებულია ავის კარგად წარმოჩენა.
11:53 / 12-10-2021
ნ.
0
ამ ადამიანს არ ვცნობ, მაგრამ აქ რაც წერია ყველაფერი მართალია. არსებობს ისეთი რამეები, რაზედაც ყველა ჩვენგანი აგებს პასუხს. ყველაფერზე დოკუმენტს ვერ შექმნი( თუმცა საჭირო შემთხვევაში აუცილებელია) , ყოველთვის პასუხისმგებლობას სხვას ნუ გადააკისრებ , შენც იფიქრე და რაც საჭიროა ის აკეთე, არ შეიძლება ყველაფერზე კანონის დაწერა ( მაშინ დედამიწის ფართობი არ ეყოფა კანონების წიგნს, როგორც ჩოხელის " ადამიანთა სევდა"-შია აღწერილი) ყველა შემთხვევას კონკრეტული გააზრება სჭირდება და ვინც ხედავს და არ აქვს რეაქცია, იმიტომ რომ ამ წუთში ეს მას არ ეხება , ისიც თანამონაწილე ხდება დანაშაულის.
11:48 / 12-10-2021
მსგავსი სიახლეები