ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილ 9 ადამიანს შორის სამი არასწრულწლოვანი, მათ შორის 12 წლის დათა შომახია იყო. ტრაგედიას ემსხვერპლა ასევე მოზარდის დედა მაია შომახია. ბავშვის მამა შემთხვევის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.
"როგორ აფერადებდი ფუნჯებით სამყაროს და ერთ წამში გამუქდა ყველაფერი. ეს მცირე ნაწილია შენი ნამუშევრების, ჩემო ნიჭიერო დათა", - წერს სოციალურ ქსელში ლიკა ბოლქვაძე და გარდაცვლილი დათა შომახიას ნახატებს აქვეყნებს.
"დღეს უჩვეულო გამოფენა გვაქვს. გვინდა გაგაცნოთ 12 წლის ბათუმელი დათა შომახია. ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო ბიოგრაფიით. ბიჭი, რომელიც ყველა ჩვენგანის ტკივილი გახდა. იგი ერთ-ერთია, ვინც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა. დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს.
საქართველოს ახალგაზრდული აკადემია უსამძიმრებს დათას ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს. სიტყვებით ვერ გამოიხატება ის მწუხარება, რასაც მომხდარის გამო განიცდის მთელი საქართველო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კვირაში დაგეგმილი გამოფენები არ გვექნება. განაგრძეთ კითხვა