"ჩემი სხეული სულ განხილვის საგანი იყო..." - ადელის პირველი გულწრფელი ინტერვიუ განქორინებაზე, ახალ ურთიერთობასა და წონაში კლებაზე - მშობლები

"ჩემი სხეული სულ განხილვის საგანი იყო..." - ადელის პირველი გულწრფელი ინტერვიუ განქორინებაზე, ახალ ურთიერთობასა და წონაში კლებაზე

2021-10-12 07:38:19+04:00

33 წლის ადელი ბრიტანული Vogue-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. მომღერალი ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა და 5 წლის შემდეგ პირველად მისცა მედიას ვრცელი ინტერვიუ. ინტერვიუში ვარსკვლავმა ამერიკელ ბიზნესმენთან საიმონ კონეკთან განქორწინებაზე, სპორტულ აგენტ რიჩ პოლთან სასიყვარულო ურთიერთობაზე ისაუბრა და მკითხველს წონაში კლების საიდუმლოც გაუმხილა. ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ციტატებს გთავაზობთ:

mshoblebi

საიმონ კონეკთან განქორწინება

- 30 წლის რომ ვიყავი, ჩემი ცხოვრება ჩამოიშალა. არაფერი ახალი აღარ ხდებოდა და უბრალოდ დინებას მივყვებოდი. ბედნიერი არ ვყოფილვარ. არც ერთ ჩვენგანს არ გაუკეთებია რაიმე ცუდი და არც ზიანი მიგვიყენებია ერთმანეთისთვის. უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, რომ მინდოდა, ჩვენს ვაჟს დაენახა, როგორ მიყვარს ძველებურად და როგორ ვუყვარვარ მე (ადელსა და კონნეკს 8 წლის ვაჟი, ანჯელო ჰყავთ). ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და მას შემდეგ ჭეშმარიტ ბედნიერებას ვეძებ. იმდენად დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა ანჯელოსთვის განქორწინების შესახებ. მე და საიმონს არასდროს გვიდავია მეურვეობის საკითხზე.

mshoblebi
ადელი და საიმონ კონეკი

საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი წესები, თუ რა ხდება ქორწინების დროს და რა ხდება განქორწინების შემთხვევაში. თუმცა, მე რთული ადამიანი ვარ. ქალებს გვასწავლიან, რომ უნდა ვეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ "ქორწინება გადავარჩინოთ". ეს იდეა ასახულია თუნდაც იმ ფილმებში, რასაც ბავშვობიდან ვუყურებთ. თავიდან ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ ახლა აღარაა საინტერესო.

რიჩ პოლთან ურთიერთობა

mshoblebi - იმ ისტორიების 99,9%, რომლებიც ჩემზე იწერება - ჭორია. რიჩი ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა. არ ვგრძნობ არც შფოთვას, არც ნერვიულობასა და დაღლას. პირიქითაა და ასბოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. 33 წლის განქორწინებული ქალი ვარ, მყავს შვილი, რომელიც ჩემთვის მთავარია, ახლა ვიცი, რა მინდა და ისიც ვიცი, რა აღარ მინდა.

რიჩამდეც მქონდა ურთიერთობები, მაგრამ მას ეს სულაც არ აწუხებს. მათთვის ჩემთან ქუჩაში გამოჩენა სტრესი იყი, რიჩი კი ძალიან მხიარული და ჭკვიანია.

წონაში კლების შესახებ

mshoblebi mshoblebi

საკუთარი შფოთვისგან გათავისუფლება დავიწყე. ვვარჯიშობ და თავს კარგად ვგრძნობ. არასდროს ვსაუბრობ, რომ ეს გასახდომად მჭირდება. გავაცნობიერე, რომ ეს მჭირდება იმისათვის, რომ გავძლიერდე და ყოველდღე სულ უფრო მეტი დრო გავატარო ტელეფონის გარეშე. დღეში ორჯერ ან სამჯერ ვვარჯიშობ. დილით ძლიერ ვარჯიშებს ვაკეთებ. შემდეგ ვსეირნობ ან კრივზე მივდივარ, საღამოს კი კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ. მყავს ტრენერი.

გახდომასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციაზე

mshoblebi არა მხოლოდ ახლა, მთელი კარიერის განმავლობაში ჩემი სხეული განხილვის საგანი იყო. მესმის, რატომაც არიან შოკში. ძალიან კარგად მესმის, რატომ მიისწრაფიან ქალები ამისკენ. მე ბევრი მათგანის სახე განვასახიერე. თუმცა, იგივე ადამიანი ვარ. ყველაზე საწყენი ის კრიტიკული და შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო, რომლებსაც სხვა ქალები წერდნენ. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და მტკივნეულად აღვიქვამდი.