დაუფარავს თუ არა სახელმწიფო წელსაც მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს - რა პასუხი აქვთ სამთავრობო უწყებებს
დაუფარავს თუ არა სახელმწიფო წელსაც მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს - რა პასუხი აქვთ სამთავრობო უწყებებს

ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად გათბობის ჩართვის საჭიროებაც დადგა და ადამიანებმა დენისა და ბუნებრივი აირის სუბსიდირების თემა მოიკითხეს.  

წინა წელს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს ნომებრიდან თებერვლის ჩათვლით კომუნალური გადასახადები დაუფარა. უფრო კონკრეტულად კი მათ, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, შესაბამის გადასახადს მთავრობა უფინანსებდა.

მოგვმართა რამდენიმე მკითხველმა და გვთხოვა, გადაგვემოწმებინა, წელსაც ხომ არ იგეგმება მსგავსი შეღავათების დაწესება. ინფორმაციის გადასამოწმებლად ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზსა და მთავრობის ადმინისტრაციას მივმართეთ.

"შეღავათები წინა
წელს პანდემიიდან გამომდინარე, სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო. წელს კი ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, შესაბამისად, ინფორმაცია არ გვაქვს"- გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.
მთავრობის ადმინისტრაციაშიც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდება.

თამარ იაკობაშვილი

39734
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
რატი
5
ფაიზერ, ტყუილები გამოგელია თუ ლობისტები? :)
20:49 / 13-10-2021
ფაიზერი
7
მერე აიცერი ჩემო მარი, წამყვანი ევროპული ქვეყნები 70-80% აცრილია და იმიტომ არის ნაკლები სიკვდილიანობა, თუ ჩხვლეტის გეშინია?
17:42 / 13-10-2021
მსგავსი სიახლეები