საქართველოდან წასულ ცნობილ სახეებს ჩვენს ქვეყანაში ბევრი გულშემატკივრობს და მათი ცხოვრებისეული დეტალებითაც. გამონაკლისს არც ძმები მელაძეები წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, ორივემ მეორედ იქორწინა, ვალერი მელაძეს ამ ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს, კონსტანტინე მელაძეს კი მეორე ცოლთან, ვერა ბრეჟნევასთან საერთო შვილი არ შეძენია.
აღმოჩნდა, რომ 39 წლის ვერა ბრეჟნევას ძალიან უნდა მესამედაც გახდეს დედა (2 შვილი ქორწინებამდე ეყოლა), თუმცა დაფეხმძიმება არ შეუძლია.
ბრეჟნევა და მელაძე 6 წლის ცოლ-ქმარნი არიან და ორივეს ჰყავს შვილები, თუმცა არა საერთო.
„რატომაც არა, რომელ ქალს არ უნდა ოჯახის გამრავლება“ - ამბობს ბრეჟნევა, თუმცა არ მალავს, რომ ვერ ფეხმძიმდება.
„პატარა გოგო აღარ ვარ, ბავშვის გასაჩენად მხოლოდ სურვილი არ კმარა, ამისთვის სხვა ძალებია საჭირო“ - ამბობს ის და აღიარებს, რომ ძალიან შეიცვალა სუროგატი დედებისადმი დამოკიდებულება. თუ ადრე სუროგაციით გაჩენა მისთვის მიუღებელი იყო, ახლა სრულიად დასაშვებად მიიჩნევს.
„ბევრი რამის მიმართ ისეთი კატეგორიული აღარ ვარ, როგორიც ვიყავი. ასაკთან ერთად უფრო გამგები და ლოიალური გავხდი. ვხვდები, რომ ადამიანები ამა თუ იმ ნაბიჯს ხშირად აუცილებლობის გამო დგამენ და არა მხოლოდ სურვილის გამო“ - განაცხადა ბრეჟნევამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ვერა ბრეჟნევამ პირველი შვილი 19 წლის ასაკში გააჩინა, 2009 წელს კი მეორე ბავშვი ეყოლა. კონსტანტინე მელაძეს კი 3 შვილი ჰყავს.