"ჩემო სილამაზევ და ჩემო სიამაყევ, დიდი გოგო ხარ უკვე..." - ჯაბა კილაძის ქალიშვილი 16 წლის გახდა
"ჩემო სილამაზევ და ჩემო სიამაყევ, დიდი გოგო ხარ უკვე..." - ჯაბა კილაძის ქალიშვილი 16 წლის გახდა
მსახიობ ჯაბა კილაძისა და მომღერალ თამთა ჭელიძის ქალიშვილი ლიზა 16 წლის გახდა. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა გოგონას ერთად ზრდიან. 

ლიზა მოდელობს და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს პროფესიონალური ფოტოსესიებიდან. 

ლიზას დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცეს დედამ და ბებიამ, მსახიობმა და რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა.
mshoblebi
ლიზა მშობლებთან ერთად

თამთა ჭელიძე:
"არ არსებობს სამყაროში სიტყვები, რომელიც გამოხატავს გრძნობას, რაც შენდამი გამაჩნია. უბრალოდ.... უზომოდ მიყვარხარ.
ზიზა 16.
გილოცავ დე".

ციცინო კობიაშვილი:
"ბები, ჩემო სილამაზევ და ჩემო სიამაყევ, ჩემო ჭკვიანო და გონიერო, ჩემი სიხარული, სიცოცხლე და
იმედი ხარ. გილოცავ შენს დღეს, დიდი გოგო ხარ უკვე. აგსრულებოდეს ყველაფერი რაზეც ფიქრობ,ოცნებობ, რისთვისაც ამდენს შრომობ, სიყვარულით სავსე გული გაქვს და ერთი ათასად დაგბრუნებოდეს მადლად და უფლის წყალობად. იბედნიერე და იდღეგრძელე, მრავალჟამიერ".
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
27048
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინო მგალობლიშვილი
1
ბედნიერი ამყოფოს ღმერთმა ეს მშვენიერი გოგონა დედ-მამისა და ახლობლების სასახელოდ!
20:20 / 13-10-2021
ნანი
3
ძალიან ლამაზი გოგოა, მამას გავს, ბედნიერი და ნათელი მომავალი გქონოდეს
15:46 / 13-10-2021
მსგავსი სიახლეები