მსახიობ ჯაბა კილაძისა და მომღერალ თამთა ჭელიძის ქალიშვილი ლიზა 16 წლის გახდა. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა გოგონას ერთად ზრდიან.
ლიზა მოდელობს და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს პროფესიონალური ფოტოსესიებიდან.
ლიზას დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცეს დედამ და ბებიამ, მსახიობმა და რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა.
თამთა ჭელიძე:
"არ არსებობს სამყაროში სიტყვები, რომელიც გამოხატავს გრძნობას, რაც შენდამი გამაჩნია. უბრალოდ.... უზომოდ მიყვარხარ.
ზიზა 16.
გილოცავ დე".
ციცინო კობიაშვილი:
"ბები, ჩემო სილამაზევ და ჩემო სიამაყევ, ჩემო ჭკვიანო და გონიერო, ჩემი სიხარული, სიცოცხლე და იმედი ხარ. გილოცავ შენს დღეს, დიდი გოგო ხარ უკვე. აგსრულებოდეს ყველაფერი რაზეც ფიქრობ,ოცნებობ, რისთვისაც ამდენს შრომობ, სიყვარულით სავსე გული გაქვს და ერთი ათასად დაგბრუნებოდეს მადლად და უფლის წყალობად. იბედნიერე და იდღეგრძელე, მრავალჟამიერ".