ბათუმში „ნოვას“ ახალი ევროპული სტანდარტის საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში „ნოვას“ ახალი ევროპული სტანდარტის საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გაიმართა


სამშენებლო-სარემონტო მასალების უმსხვილესმა იმპორტიორმა და მწარმოებელმა კომპანია ნოვამ ბათუმში ახალი საწარმოო დანადგარების პრეზენტაცია გამართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 80-მდე ევროპული სტანდარტის საწარმო დანადგარი, 400-ზე მეტი ქართული ნაწარმი და 30 ათასი კვ/მ ფართობის სასაწყობე ინფრასტრუქტურა დაეთვალიერებინათ. ღონისძიებას სააგენტოს - აწარმოე საქართველოში, EBRD-ის, თიბისი ბანკისა და ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მეგაცენტრ ნოვას 2006 წლიდან საქართველოში წამყვანი ბრენდების სამშენებლო და სარემონტო მასალები შემოაქვს. 2011 წელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება თავადაც დაიწყო. დღეს ის თუნუქის გადასახურ მასალას და გარე ფასადს, თაბაშირ-მუყაოსა და პოლიეთილენის პროდუქტებს
აწარმოებს.
mshoblebi
კომპანია ნოვამ სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში 5 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი დანადგარებს შეძენა და წარმოების ევროპულ სტანდარტზე გადაყვანა შეძლო. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, წარმოების გასავითარებლად კომპანიაში 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში მან აწარმოე საქართველოსა და თიბისი ბანკისგან კიდევ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო.

ნოვა EBRD-ის ექსპერტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და თითოეულ პროექტს მათთან კონსულტაციით ახორციელებს. მისი წარმოება ყოველწლიურად ფართოვდება, თანამშრომელთა რიცხვი კი 20-30%-ით იზრდება. დღეს კომპანიაში 550-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
mshoblebi
ნოვას სტრატეგიული ამოცანაა ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქტების წარმოების განვითარება, ქვეყანაში იმპორტის გაზრდა და ქართული ნაწარმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა.

დღეს ნოვას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სამი
უმსხვილესი მეგაცენტრი აქვს. იმპორტირებული და წარმოებული პროდუქტებით ამარაგებს მთელი რეგიონის მაღაზიებს. პროდუქტი გააქვს მეზობელ ქვეყნებშიც და უახლოეს მომავალში მათ გატანას ევროკავშირის ბაზარზე გეგმავს.

127
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები