პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა... - 36 წლის ქალი მე-12 ბავშვზეა ორსულად
პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა... - 36 წლის ქალი მე-12 ბავშვზეა ორსულად
ამერიკელი ქალი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც უფროს გოგონაზე, ვიქტორიაზე დაორსულდა. 14 წლისამ იმშობიარა და მას შემდეგ მან და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ იქამდე გააჩენდნენ შვილებს, ვიდრე ჯანმრთელობა ხელს შეუწყობდათ.

ვერონიკა მერიტმა ცოტახნის წინ 36-ე დაბადების დღე აღნიშნა. აქამდე მან მოახერხა და 11 შვილის დედა გახდა. TikTok– ზე საკუთარი ანგარიში აქვს და გამომწერებს უყვება, დიდ ოჯახში ცხოვრების სირთულეებსა და ბედნიერებაზე.

ვერონიკა პირველად 13 წლის ასაკში დაორსულდა. გამოდის, რომ მისი უფროსი შვილი ახლა 21 წლისაა. ქალი ამბობს, რომ უფროს გოგონასთან
ასაკობრივად მცირე სხვაობის გამო ძალიან ბედნიერია და აღნიშნავს, რომ მასთან შეუძლია, ისაუბროს ყველაფერზე, სთხოვოს დახმარება და დრო ერთად საინტერესოდ გაატარონ.

mshoblebi

როგორც ვერონიკა ამბობს, გაჩერებას არ აპირებს. მრავალშვილიანი დედა ორსულადაა და მზადაა, მე-12 ბავშვი გააჩინოს. ამის შესახებ მან საკუთარ გამომწერებს უთხრა. ფაქტის დასადასტურებლად გმირმა დედამ ექოსკოპიაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვერონიკას თქმით, 13 წლის ასაკიდან მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცია და ის მისი მეუღლეა. სკოლაში გაიცნო და მას შემდეგ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ამდენწლიანი ურთიერთობის პარალელურდ, მათ არასდროს მიუმართავთ კონტრაცეფციის რომელიმე მეთოდისთვის. უფრო მეტიც, ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ და კატეგორიული პოზიცია აქვთ.

ვერონიკა თავის ასი ათას გამომწერს უხსნის, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება არ ოცნებობდე დიდ და მეგობრულ
ოჯახზე. ქალს ძალიან უყვარს თავისი შვილები და ბედნიერია, რომ კვლავ შეუძლია ბავშვების გაჩენა. ბლოგერის თქმით, ქმართან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ შვილებს ღირსული და წარმატებული მომავალი შეუქმნას.

სხვათა შორის, ვერონიკას კონკურენტი-დედაც ჰყავს. მისი თანამემამულე კორტნი როჯერსი იმავე ასაკისაა, 11 შვილი ჰყავს და მზადაა, კიდევ გააჩინოს ბავშვები.

mshoblebi

ქალი 12 წელია ქორწინებაშია და ბუნებრივია, შვილებს ყოველ წელს აჩენს. ის თავის ყველა შვილს პრინციპულად არქმევს სახელს, რომელიც ასო "ს"- ზე იწყება. 
5797
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები