"რამდენი ორსული ყოფილხართ ასე, რომ გამთენიამდე ვერ იძინებდით? ძალიან ვწუხვარ ამის გამო..." - მარიტა მელიქიშვილი გამომწერებს სთხოვს გამოცდილების გაზიარებას
როგორც ცნობილია, მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ორსულად არის. ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, სადაც გამომწერებს მიმართავს შეკითხვით:

„ერთი კითხვა მაქვს, ბოლო ტრიმესტრში რამდენი ორსული ყოფილხართ ასე, რომ გამთენიამდე, ანუ ძაან გვიანობამდე ვერ იძინებდით? ამის არანაირი მიზეზი არ მაქვს, უბრალოდ არ მეძინება. მერე ჩვეულებრივად ვდგები დილით, 8-ზეც გამიღვიძია, 9-ზეც, ლექციებსაც ჩვეულებრივად ვესწრები, ენერგიაზეც ვარ, მაგრამ ვერ ვიძინებ გამთენიამდე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაინტერესებს, რამდენი ყოფილხართ ან ხართ ამ მდგომარეობაში და მართლა ბოლო ტრიმესტრის ბრალია, თუ რამე სხვა შეიძლება
იყოს?“ 

გიორგი გასვიანი კი მეუღლესთან ერთად მორიგ ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
"მარიტა ყველაზე საყვარელი, თბილი და ლამაზია".
mshoblebi
6516
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nino
1
როგორი ბედნიერია ეს გოგო,როგორ აფასებს გიორგი ცოლს რომ მაგრად უყვარს მაგას, მეც მიყვარდა მაგრამ ქმარს თავში აუვარდა,კი არ დააფასა.
16:08 / 14-10-2021
მსგავსი სიახლეები