ლეიკემია სიმსივნური დაავადებაა, რომელიც სისხლის უჯრედებზე ახდენს გავლენას. დაავადების რემისიაში გადასვლა და გამოჯანმრთელება დამოკიდებულია მის სპეციფიკაზე, ადამიანის ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და, რა თქმა უნდა, მკურნალობის კურსის სწორად და ეფექტიანად ჩატარებაზე.
ლეიკემიის დადასტურების შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა და დაავადების რემისიაში გადასვლის შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაავადებისგან ე.წ 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი დღეს 4-ჯერ მაღალია, ვიდრე 1960-იან წლებში. უფრო კონკრეტულად, 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი ყველა ტიპის ლეიკემიის შემთხვევაში 65.8%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ 100-დან 69 შემთხვევაში ადამიანი ლეიკემიის დიაგნოზით 5 წლის განმავლობაში ცხოვრებას აგრძელებს. ბევრი მათგანი კი დაავადების რემისიაში გადასვლის შემთხვევაში, უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და დროული დიაგნოსტირება.
სამწუხაროდ, გადარჩენის მაჩვენებლები უფრო დაბალია მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დადასტურების შემთხვევაში, თუმცა უფრო მაღალია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს.
მოკლედ რომ განვიხილოთ, მწვავე მიელოიდური ლეიკემია სისხლისა და ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებაა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე ან რამდენიმე: ცხელება, ძვლების ტკივილი, ლეთარგია და დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, კანის სიფერმკრთალე; ხშირი ინფექციები და და სისხლდენა მაგალითად ცხვირიდან და ღრძილებიდან.
დაავადების მკურნალობა მოიცავს ორ ფაზას: რემისიის ინდუქციური თერაპია და კონსოლიდაციური თერაპია. ორივე მათგანი უმნიშვნელოვანესია ლეიკემიური უჯრედების განადგურებისა და დაავადების რემისიულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია უფრო მეტად ბავშვებშია გავრცელებული. განასხვავებენ დაავადების ორ ტიპს - გრანულოციტურსა და აგრანულოციტურს (მარცვლოვანსა და არამარცვლოვანს). მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს უმეტესად (შემთხვევათა 85%) ზიანდება ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი B ლიმფოციტები.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ სიფერმკრთალე, სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ცხელება, წონის კლება და სხვა უჩვეულო სიმპტომები მუდმივ ხასიათს იძენს.
დაავადების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის მსოფლიოს წამყვანი კლინიკებში უახლესი მეთოდებია დანერგილი, რომელსაც ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდე დაჰყავს და უტყუარ დიაგნოზს სვამს. აღნიშნული მოლეკულურ დიაგნოსტიკური მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია, რაც პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს დროისა და ფულადი რესურსის დაზოგვის საშუალებას აძლევს, რადგან ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საზღვარგარეთ წასვლა აღარ უწევთ.
ლეიკემიის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტირების ზემოთ აღნიშნულ ლაბორატორიულ კვლევებს, საქართველოში მხოლოდ „მედ დიაგნოსტიკის“ ლაბორატორია ატარებს, დნმ-ს დონეზე ადგენს რომელი სახის ლეიკემია აქვს პაციენტს, რის საფუძველზეც ინდივიდუალური მკურნალობა ინიშნება, რაც ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის. აღსანიშნავია, რომ კვლევებს ატარებენ ევროპასა და აშშ-ში მიღებული გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრები.
„მედ დიაგნოსტიკის“ დირექტორის ნათია ცაბუტაშვილის განმარტებით, ახალი თაობის აპარატურა კვლევის სიზუსტეს 100%-მდე ზრდის, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმისა და მკურნალობის დროულად დასაწყებად უმნიშვნელოვანესია.
„ლეიკემიის მოლეკულურ დიაგნოსტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ გენის მუტაცია ადრეულ სტადიაში და ზუსტად განვსაზღვროთ პაციენტის მკურნალობა რომელი პრეპარატით იქნება ყველაზე შედეგიანი. კონკრეტული გენის მუტაცია პასუხისმგებელია როგორც დაავადების დიაგნოსტირებისთვის, ისე მკურნალობის ქიომიოთერაპიიის კურსის შერჩევისთვის და სწორედ აღნიშნული გენის მუტაციის აღმოჩენა ხდება ჩვენთან“, - განმარტა ნათია ცაბუტაშვილმა.
რაც უფრო დროულად და საწყის ეტაპზე მოხდება დაავადების დიაგნოსტირება, უფრო მაღალია მისი რემისიაში გადასვლისა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობა.