ლელა მებურიშვილი საცხოვრებლად ლონდონში გადადის - რას ამბობს მსახიობი მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ და აპირებს თუ არა კარიერის მიტოვებას? - მშობლები

ლელა მებურიშვილი საცხოვრებლად ლონდონში გადადის - რას ამბობს მსახიობი მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ და აპირებს თუ არა კარიერის მიტოვებას?

2021-10-15 07:59:48+04:00

ერთი თვის წინ მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დეს­პა­ნად ინიშ­ნე­ბო­და. ბა­ჩოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბია რო­გორც ბიზ­ნეს­მენს იც­ნობს, ის პო­ლი­ტი­კოს და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვი­ლი და მსა­ხი­ობ ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლის ქმა­რია. წყვილს ორი შვი­ლი - გო­გო­ნა და ვაჟი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ი­ბად­ნენ.

ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა და მას ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის კუ­რა­ტო­რო­ბა აკის­რია.

ბა­ჩომ ორი კვი­რაა, რაც სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და. დღეს მსა­ხი­ობ­მა მე­უღ­ლემ ინ­სტაგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სიყ­ვა­რუ­ლი სა­ჯა­როდ აუხ­სნა და გან­ვლი­ლი დღე­ე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"არას­დროს არ და­მი­წე­რია პი­რა­დი პოს­ტი ასე სა­ჯა­როდ, მაგ­რამ რად­გან ამ­ჯე­რად, პირ­ვე­ლად შორს ხარ და გა­მო­ნაკ­ლისს გა­ვა­კე­თებ. მად­ლო­ბა შენ ყო­ვე­ლი დღის­თვის, იმის­თვის რო­გორ ცდი­ლობ, რომ ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი იყოს ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა დღე. იმის­თვის რომ ხარ ასე­თი მამა, ქმა­რი და მე­გო­ბა­რი. მიყ­ვარს ის რაც ერ­თად შევ­ქმე­ნით ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. კი­დევ დიდ­ხანს უნდა გა­ვერ­თოთ ერ­თად და ვი­სი­ა­მოვ­ნოდ ყო­ვე­ლი დღით! მალე ჩა­გე­ხუ­ტე­ბით", - წერს ლელა.

AMBEBI.GE ლელა მე­ბუ­რიშ­ვილს კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ მსა­ხი­ობ­მა ამ პოს­ტით მე­უღ­ლეს ჯვრის­წე­რი­დან რვა წლის გას­ვლა მი­უ­ლო­ცა, თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თა­ვა­დაც ლონ­დონ­ში გა­და­ვა, მაგ­რამ კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს და ხში­რად ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი:

- ჩვენც გა­და­ვალთ, მე და ბავ­შვე­ბი ლონ­დონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა თე­ატ­რში ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მაქვს, ასე უცებ ვერ წა­ვალ. ვივ­ლი ხოლ­მე აქეთ-იქით. ბავ­შვე­ბი კი იქ ის­წავ­ლი­ან. და­უ­ფიქ­რებ­ლად რომ გი­თხრათ, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან ჩემი ქვე­ყა­ნა მიყ­ვარს, აქ ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მინ­და და მომ­წონს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ნამ ახალ­გაზ­რდე­ბი ვართ, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შეგ­ვიძ­ლია წა­ვი­დეთ, არა­მარ­ტო სა­მოგ­ზა­უ­როდ, სა­მუ­შა­ო­დაც. კო­ვი­დის გამო იმ­დე­ნი პრო­ექ­ტი ვერ შედ­გა და იმ­დენ რა­მე­ზე მო­მი­წია უა­რის თქმა, ბევ­რგან წა­ვი­დო­დი, რა­ტო­მაც არა.

- რო­გორც მივ­ხვდი კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას არ აპი­რებთ, თუმ­ცა ბავ­შვე­ბი ალ­ბათ იქ ის­წავ­ლი­ან...

- დიახ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა მშო­ბე­ლი ფიქ­რობს, ბავ­შვი რომ გა­იზ­რდე­ბა სას­წავ­ლებ­ლად უცხო­ეთ­ში გაგ­ზავ­ნოს. ჩემს დროს ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, თო­რემ მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი სას­წავ­ლებ­ლად და იქ და­ვამ­თავ­რებ­დი. თა­ვი­დან­ვე თუ იქ­ნე­ბა ამი­სი სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­ტო­მაც არა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის. განაგრძეთ კითხვა