"დეტალური ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს, მაგრამ რაც ვიცი, წინასწარი მონაცემები, შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას" - ბიძინა კულუმბეგოვი აცრილი ადამიანების ინფიცირებაზე

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა აცრასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ "სოფარმით", სინოვაკითა" და "ფაიზერით" აცრილ ადამიანებს შორის ინფიცირების მაჩვენებელი თიტქმის ერთნაირია.
"ზუსტი, დეტალური ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს, ამას დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს, მაგრამ მე რაც ვიცი, წინასწარი მონაცემები, შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ გაპარული ინფექციების რიცხვი, ანუ ვინც აიცრა და მაინც ავად გახდა, თითქმის თანაბარია "სინოფარმში", "სინოვაკსა" და "ფაიზერში". არავითარი განსხვავება, რომ ამ აცრით ადამიანებს მეტად შეხვდათ და იმ აცრით ნაკლებად, არ არსებობს. ხოლო კოვიდის გადატანა და შემდეგ ვაქცინაცია არის
ისეთი დაცვა, რომ ხუმრობით ვამბობ, ასეთ ადამიანებს მეხი რომ დაეცეთ, არაფერი დაემართებათ", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
11201
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
რეხო
1
ბუსტერული აცრა გვიწევს ასტრაზენეკით აცრილ ასაკოვან ხალხს რატომ არაფერს ამბობთ სად აგვცრიან
23:25 / 17-10-2021
tsiko
1
მარტო ხალხის დაზაფვრის უფლება გაქვს? აღიარებს ერთნაირად ხვდება აცრილსაც და აუცრელსაც. აცრილს თუ მსუბუქად გადააქვს, ძალიან კარგი. თავისთვის იცრება ყველა. მაგრამ შეწყვეტა აცრით რომ ვერ ხერხდება, ცხადია. რეგულაციების დაცვაზე გაამკაცრეთ კონტროლი. არ უნდა ჯარიმების ჩამოწერა. 1 პირბადის გარეშეც არ გაატაროთ
17:48 / 17-10-2021
მსგავსი სიახლეები