"ვინც აიცრა და მაინც ავად გახდა, მათი რიცხვი თითქმის თანაბარია "სინოფარმში", "სინოვაკსა" და "ფაიზერში". არავითარი განსხვავება, რომ ამ აცრით ადამიანებს მეტად შეხვდათ ვირუსი და იმ აცრით ნაკლებად, არ არსებობს..."
ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა აცრასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ "სოფარმით", სინოვაკითა" და "ფაიზერით" აცრილ ადამიანებს შორის ინფიცირების მაჩვენებელი თიტქმის ერთნაირია.
"ზუსტი, დეტალური ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს, ამას დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს, მაგრამ მე რაც ვიცი, წინასწარი მონაცემები, შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ გაპარული ინფექციების რიცხვი, ანუ ვინც აიცრა და მაინც ავად გახდა, თითქმის თანაბარია "სინოფარმში", "სინოვაკსა" და "ფაიზერში". არავითარი განსხვავება, რომ ამ აცრით ადამიანებს მეტად შეხვდათ და იმ აცრით ნაკლებად, არ არსებობს. ხოლო კოვიდის გადატანა და შემდეგ ვაქცინაცია არის ისეთი დაცვა, რომ ხუმრობით ვამბობ, ასეთ ადამიანებს მეხი რომ დაეცეთ, არაფერი დაემართებათ", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.