რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დროს ოჯახის 4 წევრი დაკარგა, მომხდარს იხსენებს. ამბობს, რომ იმ დღეს მახინჯაურში იმყოფებოდა, როდესაც მეზობელმა დაურეკა და ნგრევის შესახებ უთხრა.
"დილას გამოვედი, ინგამ ბავშვს ჩააცვა, წაიყვანა ბაღში, მოვიდა ინგა და შემდეგ მე წავედი საქმეზე. 12-ის წუთებზე დამირეკეს, რომ რაღაც მოხდაო. დავურეკე ინგას, ჩემს ძმას და ბავშვს და არავინ იღებდა ყურმილს. ვიყავი მახინჯაურში და როგორ ჩამოვედი არც მახსოვს.
ჩემზე მეტი ბედნიერი ადამიანი არ მეგონა. ალბათ ასეთია ღვთის ნება და ასეთია განგება. დამენგრა ცხოვრება. ჩემს ცრემლს ვეღარ გავაჩერებ. დამრჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძლევს სტიმულს" - ამბობს დავლაძე.რაც შეეხება პირველ სართულზე მიმდინარე მშენებლობას, დავლაძის თქმით, ის პირველ ოქტომბერს იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა კითხვის ნიშნები არ გასჩენია, რაიმე საფრთხესთან დაკავშირებით. განაგრძეთ კითხვა