"მეუღლე დაესწრო მშობიარობას... საშინელი ტკივილი მქონდა. თავად კმაყოფილია, ჩემ გვერდით ყოფნა რომ შეძლო" - თინათინ წულაძე დედობის პირველ პერიოდზე
"მეუღლე დაესწრო მშობიარობას... საშინელი ტკივილი მქონდა. თავად კმაყოფილია, ჩემ გვერდით ყოფნა რომ შეძლო" - თინათინ წულაძე დედობის პირველ პერიოდზე


ერთი თვის წინ, მოცეკვავე თინათინ წულაძე დედა გახდა. ვის პატივსაცემად დაარქვა შვილს სახელი, როგორ ემზადებოდა დედობისთვის, როგორი ბებია-ბაბუა არიან მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე?.. - თინათინი ამ ყველაფერზე პირველად "გზის" მკითხველს ესაუბრება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ინტერვიუდან.

- როგორც ვიცი, ბატონ ლევანს უნდოდა, გოგო დაბადებულიყო, არა?

- კი, შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა და მაშინდელი ემოცია ახსოვს.


- მეუღლე მშობიარობას დაესწრო?

- რა თქმა უნდა, დაესწრო. მშობიარობა რომ დამეწყო, პირველი წუთიდან ბავშვის დაბადებამდე სულ ჩემთან იყო. ეს ჩემთვის
გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი ყოჩაღად და მაგრად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობდა, მე არ მაგრძნობინებდა და სულ მამხნევებდა. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და საშინელი ტკივილი მქონდა. ყველა კაცმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს, როგორი ბრძოლაა სიცოცხლისთვის, როგორი საოცრებაა ის წუთი, როცა ახალი სიცოცხლე სამყაროს ევლინება და ის მისი შვილია. ამ წუთს მამებისთვის კიდევ სხვაგვარი განცდები მოაქვს. თავად კმაყოფილია, ჩემ გვერდით ყოფნა რომ შეძლო.

- ახალბედა დედებს პირველი შვილის მოვლა უჭირთ, შენს შემთხვევაში როგორაა?

- დედა ძალიან მეხმარება. სხვათა შორის, სამშობიაროდან რომ გამოვედი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა - 2 კვირის განმავლობაში რატომღაც მეგონა, რომ ბავშვს ჩემზე კარგად ვერავინ მოუვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ დედას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს. ამიტომ არავის ბოლომდე არ
ვიხმარდი, მინდოდა, ყველაფერი დამოუკიდებლად მომეგვარებინა. მერე მივხვდი - პირიქით, კარგია, როცა დედა გეხმარება. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოვლის სირთულეებს ვერ გავუმკლავდი. ანდრო ბუნებრივ კვებაზე მყავს.


- ძიძის აყვანას აპირებ?

- ახლო მომავალში არ ვაპირებ, მერე კი სავარაუდოდ, მომიწევს. ისეთი პროფესია მაქვს, რეპეტიციისთვის დროის გარკვეული პერიოდი არ მაქვს განსაზღვრული. თავდაპირველად, როცა რამდენიმე საათით მომიწევს გასვლა, რომელიმე ბებია მოახერხებს დატოვებას, მაგრამ როცა მივხვდები, რომ რეჟიმს ვეღარ ვუწყობ, ძიძას ავიყვან, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

- დედისერთების უმრავლესობას მრავალშვილიანობის სურვილი აქვს. შენს შემთხვევაშიც ასეა?

- დიდი სურვილი მაქვს, ჩემს შვილს ერთი და ან ძმა მაინც ჰყავდეს. თავად გული ძალიან მწყდება, დედმამიშვილი რომ არ მყავს. პატარა რომ ვიყავი, ამას ვერ ვხვდებოდი, მეტიც - დედისერთობა მომწონდა. ახლა გული მწყდება. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ბევრი ახლობელი ადამიანი, და და ძმა რომ მყავდეს, მაინც სხვა იქნებოდა.
განაგრძეთ კითხვა

3780
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები