13 წლის ბავშვის ჩვენების თანახმად, 53 წლის ბაბუამ 5 წლის განმავლობაში მასზე 100-ზე მეტჯერ იძალადა. არასრულწლოვნის ჩვენებიდან, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა, ირკვევა, რომ ბავშვს ბაბუა საკუთარ ლოგინში, სადაც ასევე მის ტყუპისცალ დას ეძინა, წლების განმავლობაში აუპატიურებდა.
არასრუწლოვანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად ჰყვება, თუ რა ქმედებებს ახორციელებდა ბაბუა. დაზარალებული აცხადებს, რომ დაახლოებით, 8 წლის ასაკიდან მასთან ბაბუა გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, 10 წლის ასაკიდან კი უკვე სექსუალურ აქტს ამყარებდა.
ჩვენების მიხედვით, ბაბუა შვილიშვილს აფრთხილებდა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის მოეყოლა, რადგან სამართალდამცავები ორივეს დააკავებდნენ.
მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს „ყველაფერი ზღაპარია“ და რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაბუა ბავშვების დედისგან შურისძიების მსხვერპლია.
ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ ბავშვის გაუპატიურების ფაქტი ვერ დაადგინა და ეს მტკიცებულება საქმეში არ არის. ზურაბ თოდუას განმარტებით, მძიმე დანაშაულში ბრალდებული 53 წლის მამაკაცი 32 წელია, რაც შშმ პირია, ცალი ფეხი არ აქვს და ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდება.
თუ რა წერია 13 წლის ბავშვის და დედის ჩვენებებში, აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ თოდუა დეტალურად საუბრობს.
"დედის ჩვენების მიხედვით, 2021 წლის 10 ოქტომბერს, საღამოს საათებში, როცა სახლში იმყოფებოდა და ტელევიზორს უყურებდა, რატომღაც მოუნდა ბავშვებთან ესაუბრა სექსზე, ძალადობაზე, მსხვერპლზე და ა.შ. როცა საუბარს მორჩა, ბავშვებს ჰკითხა, რომელიმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი პრობლემაო. ტყუპებიდან ერთ-ერთმა უთხრა, რომ პაპა უკვე 5 წელიწადია ჩემზე ძალადობსო, დედამ ყველაფერი გამოკითხა, ბავშვმა მას საშინელი რაღაც მოუყვა. კერძოდ, შაბათ-კვირას, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისად ბავშვები ოჯახში მიჰყავდათ, მასზე პაპა ღამე ძალადობდა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, 8 წლის ასაკიდან 10-წლამდე მასზე პაპამ 30-40-ჯერ იძალადა - ხელებით მის სასქესო ორგანოს ეხებოდა. მისივე ჩვენებით, როცა 10 წლის გახდა, უკვე, როგორც ქალს, ისე ეფერებოდა და სქესობრივი აქტის დამყარებას ჰქონდა ადგილი. ჩვენების მიხედვით, ასეთ შემთხვევას 50-60-ჯერ ჰქონდა ადგილი. ბავშვი ამბობს, რომ მთელი ამ 5 წლის მანძილზე პაპამ მასზე დაახლოებით 100-ზე მეტჯერ იძალადა.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დედა მეორე დღეს, დაახლოებით შუადღეს მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი გაუპატიურებული იყო. ბავშვი დაიკითხა, და ის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წაიყვანეს. ექსპერტმა დაადგინა, რომ საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ მიუხედავად მსგავსი მტკიცებულებისა, ის საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდებამ აღნიშნულ ქმედებას გაუპატიურების, ძალადობის, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის კვალიფიკაცია მისცა. როგორც იცით, დააკავეს 53 წლის პაპა, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია 32 წელია, მარჯვენა ფეხი საერთოდ არ აქვს და ყავარჯნებით სარგებლობს, ის 74 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს“, - აცხადებს თოდუა. განაგრძეთ კითხვა