ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა იმედის "დილის შოუში" აცრის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა. მათ შორის "ბუსტერ" დოზის თემასაც შეეხო. მისი თქმით, "ბუსტერი" მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინას სჭირდება, რადგან ამას თავად მწარმოებელი ითხოვს."რაც შეეხება "სინოფარმს", "სინოვაკსა" და ასტრაზენეკას", არც ერთ მათგანს ოფიციალურად არ სჭირდება "ბუსტერი". რეალურ ცხოვრებაში ეფექტურობის შეფასების კვლევები მთელ ფლიოში ადასტურებს, რომ მძიმე დაავადება და სიკვდილობა ამ აცრილებში არც 6 თვის შემდეგ არ გაზრდილა. "ფაიზერის" შემთხვევაში ჩამოვარდა იმუნური პასუხი, ოღონდ არა ჯანმრთელ პოპულაციაში. 16-დან 49 წლამდე ძალიან კარგად ინარჩუნებს 6 თვის მერეც. სამაგიეროდ, ბუსტერ დოზის საჭიროება დადგა 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.