ბილ და მელინდა გეიტსების 25 წლის ქალიშვილი ჯენიფერი 30 წლის რჩეულს - ნაელ ნასარს გაჰყვა ცოლად. ქორწილი მართლაც გრანდიოზული იყო - ორდღიანი. პარასკევს წყვილმა მუსლიმანური ტრადიციებით იქორწინა - ნასარი წარმოშობით ეგვიპტელია. მეორე დღეს კი 300-კაციანი დღესასწაული მოაწყვეს გეიტსების ოჯახურ მამულში, ჩრდილოეთ სალემში.
ქორწილი ორი მილიონი დოლარი დაჯდა. სპეციალურად ამ დღისთვის სპეციალური ორანჟერეა აიგო, სადაც სადღესასწაულო კოქტეილი გაიმართა. საკურთხეველტან პატარძალი ორივე მშობელმა მიიყვანა. ცნობისათვის, ბილი და მელინდა ოფიციალურად აგვისტოში განქორწინდნენ, 27-წლიანი ქორწინების შემდეგ.
ჯენიფერს ვერა ვანგის კაბა ეცვა. მუსიკალურ გაფორმებაზე როკ-ჯგუფი Coldplay ზრუნავდა.
ახალგაზრდა წყვილი 2020 წელს დაინიშნა. ნაელმა გოგონას ხელი მთებში სთხოვა, თხილამურებით სრიალის დროს. მანამდე წლები ხვდებოდნენ ერთმანეთს, მას მერე, რაც სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს დამეგობრდნენ.
ბილ და მელინდა გეიტსებს სამი შვილი ჰყავთ. ჯენიფერი მათ შორის ყველაზე უფროსია.