"ტალღების თვლას აზრი აღარ აქვს... არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი" - დავით სერგენკო შერჩევით შეზღუდვებზე, სადაც უპირატესობა ვაქცინერებულებს ექნებათ
"ტალღების თვლას აზრი აღარ აქვს... არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი" - დავით სერგენკო შერჩევით შეზღუდვებზე, სადაც უპირატესობა ვაქცინერებულებს ექნებათ


პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­როა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სე­ლექ­ტი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ზე და უპი­რა­ტე­სო­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებს მი­ე­ნი­ჭოთ.

მი­სი­ვე თქმით, თუ ამან ორ-სამ­კვი­რი­ან პე­რი­ოდ­ში შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხის­ტი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა პრო­ფე­სი­უ­ლი და რისკ ჯგუ­ფე­ბის ნიშ­ნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რის­თვის.

სერ­გე­ენ­კოს შე­ფა­სე­ბით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ცალ­სა­ხად უა­რეს­დე­ბა და ტალ­ღე­ბის თვლას უკვე აღა­რა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს.

“იქ­ნე­ბა მე­ხუ­თე, მეშ­ვი­დე თუ მე­თორ­მე­ტე, ამის თვლას უბ­რა­ლოდ აზრი აღარ აქვს. ყვე­ლამ უნდა გა­მოვ­ყოთ ის რე­სურ­სი, რაც შეგ­ვიძ­ლია - ქუ­ჩა­ში ქა­და­გად და­ვე­ცეთ და ყვე­ლას ვთხო­ვოთ, რომ მარ­ტი­ვი პირ­ბა­დე ატა­რონ სწო­რად და
არა ნი­კაპ­ზე... ნი­ღა­ბი იცავს და რის­კებს ამ­ცი­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა აც­რებს, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ხან­და­ხან ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი თუ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. არ ვიცი, ეს რა­ტომ ხდე­ბა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, რომ ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია აც­რა­ზე უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ვის არ მო­უ­გო­ნია.

შე­ზღუდ­ვე­ბი პან­დე­მი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­ნუხ­რე­ლი აღ­სრუ­ლე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. პრობ­ლე­მის შე­სარ­ბი­ლებ­ლად ქვა­კუ­თხე­დი მო­ნი­ტო­რინ­გი და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბაა. უკვე ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ვა შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც გა­ნას­ხვა­ვებს ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი სე­ლექ­ტი­უ­რად, რაც ყვე­ლას­თვის მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია, მაგ­რამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ იმა­ში, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ იღუ­პე­ბო­დეს.

სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რებს მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­შინ ექ­ნე­ბა, თუ მას შე­სა­ბა­მი­სი აღ­სრუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა. მხო­ლოდ რე­გუ­ლა­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლი
სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა საკ­მა­რი­სად ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა. ახლა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სე­ლექ­ტი­უ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლებ­ზე და რაც არ უნდა დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­ლად ჟღერ­დეს - უპი­რა­ტე­სო­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს მი­ე­ნი­ჭოს. თუ ამან ორ-სამ­კვი­რი­ან პე­რი­ოდ­ში შე­დე­გი არ იქო­ნია, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხის­ტი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით და რისკ ჯგუ­ფე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.
9515
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ტოტო
3
ძალიან სამწუხაროა,რომ ამდენი ჩვენი თანამოქალაქე ავადდება კორონათი.აცრა ,პირბადე,კონტაქტების შეზღუდვა ეს არის "რეცეპტი", პანდემიის შესაჩერებლად. ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ აცრის მოწინააღმდეგეები გვეყოლებოდა და თანაც ამდენი.სამწუხაროთ ე.წ. "განათლებული" ადამიანების გარკვეული ჯგუფებიც ეწინააღმდეგებიან აცრას. თავზე უნდა დაახიო,დიპლომები,სერტიფიკატები,ამ უვიცებს,რომლებიც სამწუხაროდ სამედიცინო,საუვენირსტეტო და სხვა საგანმანათლებლო სისტემაშიც საკმაოდ ბევრია.
12:45 / 20-10-2021
ბაიას
6
რატომ ვიხდი მაშინ გადასახადებს?აცრილებმა რომ იბაბანოთ უტვინო
21:01 / 19-10-2021
მსგავსი სიახლეები