ცნობილი ფაქტია, რომ რძე და რძის ნაწარმი მეტად სასარგებლო და ყველასთვის საჭირო პროდუქტია. თუმცა მათ შორისაც არსებობს განსაკუთრებულად სასარგებლო სახეობები და სწორედ ასეთია იოგურტი და ხაჭო. ის რძემჟავა პროდუქტია და სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს განსაკუთრებულ სარგებელს, რომელიც მას მოაქვს. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ თუ გსურთ მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ „ცოცხალი“ იოგურტი და ხაჭო.
უფრო დეტალურად კი თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხო და ჯანსაღი იოგურტი, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
„ცოცხალი“ პროდუქტი
„ცოცხალი“ იოგურტი და ხაჭო შეიცავს რძემჟავა სასარგებლო ბაქტერიებს. „არაცოცხალ“ პროდუქტში რძემჟავა ბაქტერია გაჯერებულია ქიმიური კომპონენტებითა და ხელოვნური დანამატებით. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. ის ნაწლავებში ჯანმრთელი მიკროფლორის შენარჩუნების პროცესში დიდ როლს ასრულებს. „ცოცხალი“ რძემჟავა პროდუქტები აუცილებელია როგორც კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ისე ამ დაავადებების სამკურნალოდაც. რძემჟავა პროდუქტები და მათ შორის იოგურტი და ხაჭო აუმჯობესებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას.
შემადგენლობა
სასარგებლო იოგურტისა და ხაჭოს შემადგენლობა უნდა იყოს 100%–ით ნატურალური. მაგალითად, ფრანგული ბრენდის „დანონის“ საბავშვო პროდუქტის „რასტიშკას“ შეფუთვაზე ვკითხულობთ, რომ ის შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს: ნატურალურ რძესა და ნატურალურ ხილს. ეს კი თავად ბრენდის „დანონის“ მიერ უმკაცრესად კონტროლდება. პროდუქტი ასევე შეიცავს კალციუმსა და ვიტამინ D-ს, რომელიც პატარების ზრდის ფორმულაა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ იოგურტში შაქრის შემცველობა უნდა იყოს მინიმალური. ამავდროულად, „რასტიშკა“ მომხმარებელს სთავაზობს მწვანე ხაზის პროდუქტსაც, რომელშიც შაქარი საერთოდ არ არის გამოყენებული. პროდუქტს სიტკბო აქვს მხოლოდ ხილისა და რძის ნატურალური სიტკბის ხარჯზე. ეს ფრუკტოზა და ლაქტოზაა.
შენახვის მოკლე ვადა
ჯანსაღ და უსაფრთხო იოგურტს შენახვის მოკლე ვადა აქვს. ეს პერიოდი 2 კვირიდან 4 კვირამდე მერყეობს. შენახვის მოკლე ვადა ნიშნავს, რომ მას არ აქვს დამატებული კონსერვანტები, ემულგატორები და სხვა მავნე ნივთიერებები. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტის შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს +4 (+-2) გრადუსი. სწორედ ეს ტემპერატურა უზრუნველყოფს პროდუქტის ვადის პერიოდში სრულყოფილად შენახვასა და სასარგებლო ბაქტერიების შენარჩუნებას.
სტრუქტურა
ხარისხიან იოგურტსა და ხაჭოს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი, ნაზი, სასიამოვნო სტრუქტურა და მოთეთრო რძის ფერი. ის არ უნდა იყოს ჟელეს კონსისტენციის და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს წელვადი. ხაჭოების ნაზი კრემისებრი სტრუქტურა წინაპირობაა იმისა, რომ ბავშვს ის მალევე შეუყვარდება და მისი მირთმევა დაძალებასა და რაიმე უსიამოვნოსთან არ იქნება დაკავშირებული. სწორედ ასეთია „რასტიშკა“ კრემისებრი ხაჭოც, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხილის დამატებით.
შეფუთვის მოცულობა
იოგურტი და ხაჭო ის პროდუქტებია, რომელიც გახსნისთანავე უნდა მიირთვათ. გახსნილი შეფუთვის შენახვა რეკომენდებული არაა. ამიტომ აუცილებლად შეარჩიეთ შეფუთვა, რომელიც ბავშვის საჭიროების დღის ნორმებზეა გათვლილი.
ქართულ ბაზარზე საბავშვო რძემჟავა პროდუქტის საკმაოდ დიდი არჩევანია და მათ შორის ხარისხის კუთხით განსაკუთრებულ ადგილს „რასტიშკა“ იკავებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შეაჩერეთ არჩევანი ჯანსაღ, „ცოცხალ“ იოგურტსა და ხაჭოზე, ჩართეთ ის ბავშვის კვების რაციონში და მშვიდად იყავით, რომ თქვენი პატარა ზრდის ფორმულას კალციუმისა და ვიტამინ D-ს სახით სრულყოფილად მიიღებს.