"სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონა" კინაღამ საკვერცხის კისტამ იმსხვერპლა - "ნებისმიერი პატარა ტკივილის უკან შეიძლება დიდი პრობლემა იმალებოდეს"
"სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონა" კინაღამ საკვერცხის კისტამ იმსხვერპლა - "ნებისმიერი პატარა ტკივილის უკან შეიძლება დიდი პრობლემა იმალებოდეს"
ჯერ კიდევ ბავშვობაში იგემა მან ვარსკვლავობის სიამეც და სიცუდეც. ტილან ბლონდოს მედიამ "სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონას" სტატუსი მიანიჭა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი სამოდელო კარიერა. მალევე წამყვანი სამოდელო სააგენტოებისა და ბრენდებისგან შეთავაზებები მიიღო. ბევრი მათგანის სახე გახდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ფრანგული „ვოგის“ სკანდალური ფოტოსესია გაიმართა, რომელმაც მთავარ რედაქტორს კარინ როიტფელდს თანამდებობდა დაატოვებინა და მოდის ინდუსტრიაში ახალი წესები დაამკვიდრა, რადგან პატარა გოგონას ფოტოები მეტისმეტად ვულგარულად მიიჩნიეს.
mshoblebi
გოგონას ცხოვრება ისე გამოიყურებოდა, თითქოს ყველაფერი კარგად და ბედნიერად უნდა ჰქონოდა. მისი ინსტაგრამი სავსეა
სხვადასხვა ულამაზესი ფოტოთი, გადაღებებით, წითელი ხალიჩითა და ურთიერთობებით...

წლებია, ბავშვი აღარ არის და ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულიც სხვადასხვა წელს სხვადასხვა ბავშვმა მიიღო, ტილანი კი სამოდელო საქმიანობას აგრძელებს.

მაგრამ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო წელიწად-ნახევარი მისი ცხოვრება არც ისე ვარდისფრად გამოიყურებოდა. ტილანმა ამის შესახებ ისაუბრა და საავადმყოფოს პალატიდან ფოტოც გამოაქვეყნა.

უკვე 20 წლის მოდელმა და მსახიობმა ინსტაგრამის გამომწერებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და თქვა, რომ პრობლემები ადრეულ ასაკში შეექმნა. გოგონამ აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ საკვერცხის კისტის გასკდომის გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ კვლავ დაეწყო მუცლის საშინელი ტკივილი. ის ფიქრობდა, რომ ასე ოპერაციის გამო დაემართა.
მოდელმა დახმარებისთვის არაერთ გინეკოლოგს მიმართა, თუმცა
ყველა მათგანმა უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ოქტომბერში ტკივილი იმდენად გაძლიერდა, რომ ტილანი იძულებული გახდა, სასწრფო დახმარება გამოეძახა.
mshoblebi
როგორც აღმოჩნდა, გოგონას 5,6 სანტიმეტრიანი კისტა ჰქონდა და კვლავ ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა.

"მეგონა, გავგიჟდებოდი, იმდენად მადარდება ჩემი პრობლემა. ძალინ მიხარია, რომ არ დავნებდი", - აღნიშნა ტილანმა. ბლონდოს თქმით, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რომ მოუსმინოს საკუთარ სხეულს და იზრუნოს ჯანმრთელობაზე.
"სხვადასხვა ექიმთან უნდა მიხვიდე, რომ ზუსტად გაიგო პრობლემის შესახებ. ნებისმიერი პატარა ტკივილის უკან შეიძლება დიდი პრობლემა იმალებოდეს", - აღნიშნავს მოდელი.
mshoblebi
საკუთარ პოსტში ტილან ბლონდო მადლობს უხდის ექიმებს სიცოცხლის გადარჩენისთვის და ახლობლებს მხარდაჭერისთვის.

altწელის ან მუცლის ტკივილი, ციკლის დარღვევა... - რა სიმპტომები ახასიათებს კისტასა და მიომებს და როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი

alt"ზოგჯერ ფიქრობ, რომ ქალი აღარ ხარ" - როგორ შეცვალა ანჯელინას ინტიმური ცხოვრება ქალურმა ოპერაციებმა


8961
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამარი
2
ლიდევ კარგი ესეც კორონით არ მოკლეს
16:35 / 22-10-2021
მსგავსი სიახლეები