ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამას საქართველოში პირველად BTU იწყებს
ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამას საქართველოში პირველად BTU იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც მეხუთე წელია, სტუდენტებს გამორჩეულ და მუდმივად განახლებად სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, ახალი სასწავლო წლიდან, ციფრული მარკეტინგის აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს. მიღება 2022-2023 სასწავლო წლიდან გამოცხადდება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე აღნიშნავს, რომ პროგრამაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო და ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა სხვადასხვა კომპანიას თუ კრეატიულ სააგენტოსთან, რომლებიც სამომავლოდ პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დამსაქმებლებად მოიაზრებიან.
„მომავალი სასწავლო წლიდან პროგრამაზე მიღება გამოცხადდება. საწყის ეტაპზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა იქნება 200. ისინი ციფრული მარკეტინგის
კონკრეტული საგნების პარალელურად, ბევრ ინტერდისციპლინარულ საგანს შეისწავლიან. ჩვენი მიზანია, სტუდენტი აღვჭურვოთ იმ ცოდნითა და უნარებით, რომელიც თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გამოყენებით მარკეტინგული მიზნებისა და ზოგადად, სტრატეგიული განვითარების გეგმის შესასრულებადაა საჭირო. ამ პროცესში სტუდენტები აქტიურად გამოიყენებენ შესაძლებლობებს, რომელსაც მათ ჩვენი უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები სთავაზობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებულია. ეს კი ნიშნავს, რომ სტუდენტებს წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ,“ - აცხადებს ნინო ენუქიძე.

ციფრული მარკეტინგის პროგრამის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის პარტნიორების, ციფრული მიმართულების ლიდერებისა
და დარგში მოწინავე სპეციალისტების ჩართულობით გაიმართა. ღონისძიების მოდერატორი აკო ახალაია იყო. პანელისტებს შორის კი იყვნენ: ფრილანსერი, ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი პავლე გაბრიჭიძე, TBC-ის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი ტატო ნორაკიძე, „საქართველოს ბანკის” უფროსი ციფრული მარკეტერი ზურა კვინიკაძე, „კრაკენის” თანადამფუძნებელი თორნიკე ტურიაშვილი და „ვინდფორსის“ ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა გვახარია.
მრავალფეროვანია იმ პოზიციების ჩამონათვალი, რომლებზეც შეუძლია სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს მუშაობა: მარკეტერი, ციფრული მარკეტერი, ბრენდ-მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და სხვ. კურსდამთავრებულის პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ მარკეტინგული და კრეატიული პროექტების შემქმნელი სააგენტოები, მედიაჰოლდინგები, მარკეტინგული კვლევების და მარკეტინგული კონსალტინგის სექტორის კომპანიები, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები და სხვა ნებისმიერ ორგანიზაცია, რომელსაც მარკეტინგის დეპარტამენტი აქვს.
კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ევროპის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ, გაცვლით პროგრამებში და შეიძინონ ცოდნა იმ დასავლური სტანდარტებისა, რომელიც მათ მსოფლიოში გამოარჩევს.
ციფრული მარკეტინგის ახალი, აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა BTU-ში, სტუდენტებს 2022 წლიდან მიიღებს.
იხილეთ მცირედი ჩამონათვალი იმ საგნებისა, რომელსაც მომავალ ციფრულ მარკეტერებს ვასწავლით:
  • ციფრული მარკეტინგი
  • სოციალური მედია მარკეტინგი
  • ვიზუალური კომუნიკაცია Adobe პროდუქტების გამოყენებით
  • Google-ის მარკეტინგული ინსტრუმენტები
  • Google-ის ინსტრუმენტები ბიზნეს ანალიტიკისთვის
  • Microsoft Power BI ანალიტიკური ინსტრუმენტები
  • CRM - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი Salesforce-ის გამოყენებით
  • CRM - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი Microsoft 365 Dynamics-ის გამოყენებით
  • ელექტრონული კომერცია და ელკომერციის პლატფორმები
  • მომხმარებლის გამოცდილება და UX/UI დიზაინი
  • ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
  • ციფრული წიგნიერება და კიბერეთიკა და სხვა.
პროგრამაზე ჩაბარებით დაინტერესებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
202
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები