არც ისე დიდი ხნის წინ მშობლები ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა ასაკში მიეცათ შვილებისთვის მანქანის გასაღები. უკანასკნელ წლებში კი ისინი უფრო რთული გამოწვევის წინაშე დგანან - რა ასაკში მისცენ ბავშვებს საკუთარი სმარტფონები?
სმარტფონის ქონა ინტერნეტზე შეუზღუდავ წვდომას ნიშნავს და ეს პროცესი უამრავ სარგებელსა თუ ზიანთანაა დაკავშირებული. მანქანის მართვისგან განსხვავებით, რასაც თავისი მინიმალური ლეგალური ასაკი აქვს, არ არსებობს ოფიციალური მონაცემები, თუ როდის უნდა მივცეთ მოზარდებს სმარტფონებზე სრული წვდომა.
The New York Times-ის მონაცემებით, სულ უფრო და უფრო მცირდება ასაკი ბავშვებისა, რომლებიც სმარტფონებს ფლობენ. მაგალითად, 2012 წელს ეს 12 წელი იყო, 2016 წელს - 10 წელი. უკანასკნელ პერიოდში კი უკვე მეორეკლასელების ანუ 7 წლის ბავშვების დიდი ნაწილი საკუთარ სმარტფონს ფლობს. ასაკის შემცირებაში დიდი როლი ითამაშა მსოფლიო პანდემიამაც, რადგან ბავშვებისთვის გაჯეტები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდა. მის მიერ მოტანილი სარგებელიც უდავოდ დიდია. სმარტფონებით ბავშვებს წვდომა ეხსნებათ არაერთ სასწავლო პროგრამასა და აპლიკაციაზე, უმარტივდებათ თანატოლებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციას მარტივად იღებენ.
საქართველოშიც საკმაოდ შემცირებულია ასაკი, როდესაც ბავშვები საკუთარ სმარტფონებს ფლობენ. სკოლების ნაწილი მათ სასკოლო პერიოდში ტელეფონის გამოყენებისგანაც არ ზღუდავს და ეს ბავშვებს დღის განმავლობაში მშობლებთან კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
სტატისტიკური ინფორმაციის მიუხედავად, სავსებით ინდივიდუალურია და მშობლის გადასაწყვეტია, როდის უყიდის ბავშვს საკუთარ სმარტფონს. ამ პროცესში, პირველ რიგში, მოზარდის ინტერესებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.
დიზაინი - ბავშვებს მხიარული ფერის სმარტფონები მოსწონთ. ნუ შეზღუდავთ მათ მუქი და კლასიკური ფერის მოწყობილობებით. არჩევანი შეაჩერეთ ფირუზისფერ, ვარდისფერ, იისფერ, მწვანე მოდელებზე, რომლებსაც უკანასკნელ წლებში ლიდერი ბრენდები მომხმარებელს სთავაზობენ.
ფასი - სმარტფონის ღირებულება არანაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან დღეს ფლაგმანი მოდელები საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტებია, ბავშვებს კი ტელეფონის მოვლა არ უყვართ და შეიძლება ძვირად შეძენილი მოწყობილობა მალევე გააფუჭონ. ამიტომ ეცადეთ, არჩევანი შეაჩეროთ შედარებით ბიუჯეტურ მოდელებზე, რომელთა ასორტიმენტიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდია. „ოკიტელის“ მოდელები ანალოგიური მონაცემების მქონე სხვა ბრენდების სმარტფონებთან შედარებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია. მაგალითად, Oukitel C 25 ოთხბირთვიანი ჩიპსეტით, 13 MP სამმაგი კამერით, 8 MP წინა კამერით, 5000 mah ელემენტით შეგიძლიათ შეიძინოთ 399 ლარად. ბრენდის კიდევ ერთ მოდელს C 21 Pro რვაბირთვიანი პროცესორით, 162*75*9 პარამეტრებით, 21 MP მთავარი კამერით, 4 GB RAM-ითა და 64 GB ROM-ით 495 ლარად შეიძენთ.
მეხსიერება - არ იფიქროთ, რომ ბავშვის ტელეფონს დიდი მეხსიერება არ სჭირდება. პირიქით, მათ ძალიან უყვართ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, წაშლა კი - არა. ყველა ბავშვის ტელეფონში შეხვდებით შემეცნებით თუ სხვადასხვა ტიპის თამაშს. ამიტომ მეხსიერება მალევე რომ არ შეივსოს და ამან დამატებითი პრობლემები არ შეგიქმნათ, თავიდანვე დიდი მეხსიერების მქონე მოდელი შეიძინეთ.
და რაც ყველაზე მთავარია, სმარტფონის შეძენამდეც და შემდეგაც ბავშვს მუდმივად ესაუბრეთ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესებზე, აუხსენით, რა რისკების წინაშე შეიძლება დადეს არასაჭირო და არასასურველ ინფორმაციაზე წვდომის მიღებით, პირადი მონაცემების გაზიარებითა და უცხოებთან საუბრით.