დიდი ხანი არ არის, რაც დანიამ ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა და ქვეყანა ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდა. იყო ეჭვები შეზღუდვების მოხსნა გაამართლებდა თუ არა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან გაამართლა და ხალხს პირბადის არსებობა ფაქტობრივად დაავიწყდა. იქ არსებულ სიტუაციაზე, ასევე საქართველოში შექმნილ უმძიმეს ეპიდვითარებაზე დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე გვესაუბრა...
- დიახ, ძალიან გაამართლა... დანიაში პირბადის გამოყენება არსად აღარ არის სავალდებულო. სურვილი თუ ვინმეს აქვს, რასაკვირველია შეუძლია ატაროს... ერთადერთი პირბადის გამოყენების ვალდებულება რჩება მხოლოდ აეროპორტში, რადგან აეროპორტი საერთაშორისო სივრცეა და ათასი ქვეყნის წარმომადგენელი ირევა...ამის წინ აეროპორტში მოვხვდი და გამიკვირდა ყველას, რომ პირბადე ეკეთა, მერე გამახსენდა რომ სავალდებულო იყო. უზარმაზარი სივრცე პირბადის გარეშე გავიარე და შენიშვნა არ მოუციათ. იმდენად დამავიწყდა პირბადის აუცილებლობა, სხვებს რომ ეკეთათ, მიკვირდა...
საავადმყოფოში ხელების ჰიგიენა, ერთმანეთან ნაკლები კონტაქტი, სასურველია... არადა დანიელები თბილი ხალხია, უყვართ ერთმანეთის ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ახლა ყველა ერიდება... ეს საავადმყოფოში, თორემ მოსახლეობა ჩვეულებრივ განაგრძობს ბედნიერ ცხოვრებას. არც ტესტი გჭირდება არსად და არც არაფერი... ეს კი არა, უკვე საუბარია, რომ აცრილს თუ კოვიდის სიპტომები აქვს, მას ტესტიც კი არ სჭირდება, რადგან გადამდები აღარ არისო. თუმცა ამ საკითხზე დისკუსია მიდის...
სრულიად დავუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას. ძალიან პატარების, 12 წლამდე ბავშვების ჯგუფი, რომლებიც არ არიან აცრილი, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია და რადგან ყველაფერი გაიხსნა, დადებითობის მაჩვენებელმა სულ ოდნავ მოიმატა... ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.
მე უკვე მივიღე მოწვევა, რომ მესამე აცრა ჩავიტარო და ძლივს ვიპოვე ადგილი, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო... ორ კვირაში იყო პირველი თავისუფალი ადგილი და რასაკვირველია დაუფიქრებლად ჩავეწერე... პრიორიტეტი ჰქონდათ ქრონიკული დაავადების მქონეებს და მედპერსონალს. მე როგორც მედპერსონალი, ადრე გამომიძახეს... ჯგუფების მიხედვით ყველას ეტაპობრივად მოუწევს... განაგრძეთ კითხვა