ყველაფერი დაიწყო 2019 წლის 8 ივნისს, მაშინ, როდესაც ბელარუსმა ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა მოსკოვში „Hilton“-ის სასტუმრო თავისი დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად დახურა, მომღერლის სახით კი რუსული პოპ-ჯგუფი „A-studio” მიიწვია. სწორედ იმ მომენტიდან ქეთა თოფურიასა და ლევის სიყვარულის ისტორია იწყება: ჯერ მიმოწერები და შეხვედრები, მალევე ზღვისპირა სანაპიროებზე დასვენება და 2020 წლის დასაწყისში უკვე საერთო შვილის მოლოდინი, ხოლო წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში ლევმა თავისი მომავალი შვილის დედას ხელი სთხოვა ვიწრო წრეში გამართულ ვახშამზე.
ორი ქორწინება
ქეთა თოფურიას გაცნობამდე გუზბანდი იგივე ლევ დენგოვი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. 2013 წელს პირველ მეუღლეს გაეყარა, რომელთან ერთად ბიჭს, ლეონიდს ზრდის; მეორე მეუღლე კი მოდური წვეულებების მოყვარული - ირინა რაკი გახდა. მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა: 2015 წელს შეეძინათ გოგონა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 2018 წელს ირინამ ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა ლევის მოღალატეობრივ საქციელზე:
განაგრძეთ კითხვა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, კადიროვის მეგობარი... - უცნობი ფაქტები ლევ დენგოვზე და მისი ნამდვილი გვარ-სახელი