"არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი
"არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ცალ­სა­ხად მინ­და ვთქვა, რომ მე რო­გორც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, არ და­ვუშ­ვებ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას", - ამის შე­სა­ხებ პერ­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ უნდა ვა­ი­ძუ­ლოთ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ იმა­ში, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში.

"ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა. მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის რომ ჩა­მო­მე­ტა­ნა დრო­უ­ლად საკ­მა­რის­ზე მეტი ვაქ­ცი­ნე­ბი. მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ, პი­რა­დად მე ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და არა ვა­ი­ძუ­ლოთ, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

და­ვარ­წმუ­ნოთ,
რომ ეს არის ერ­თა­დერ­თი უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გა­მო­სა­ვა­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში ჩა­ვერ­თოთ და ავიც­რათ. ორი მი­ლი­ო­ნი აცრა ჩა­ვა­ტა­რეთ, მი­ლი­ო­ნი მო­ქა­ლა­ქის აცრა შევ­ძე­ლით სულ რა­ღაც სამ თვე­ში, ვფიქ­რობ, რომ ეს არის კარ­გი ეფექ­ტუ­რი შე­დე­გი. ეს პრო­ცე­სი არ არის მხო­ლოდ ჩვენ­თან, ბევრ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში და ასე­ვე ამე­რი­კა­ში არის ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მძლავ­რი კამ­პა­ნია. ჩვენ უნდა ვენ­დოთ მეც­ნი­ე­რებს და არა ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ებს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.
3020
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
რეალობა
0
იმიტომ რომ კაი ბიზნესია კოვიდ პაციენტები!
12:26 / 25-10-2021
მსგავსი სიახლეები