მესამე წელია იქ სწავლობს და ცხოვრობს. ნიტა ლომიძე ცნობილი წყვილის - ტელეწამყვანის, რეჟიორის ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილია.
შვილის შესახებ ამჯერად მამა, ნიკა ლომიძე გვესაუბრება:
- ნიტამ გადაწვიტა, ამერიკაში ესწავლა. სამი წლის წინ, ერთ-ერთი ჩვენი კომპანიის დახმარებით იქ
- არასრულწლოვანი შვილის, მშობლების გარეშე ასე შორს გაგზავნა ალბათ ადვილი არ იყო...
- ამ გადაწყვეტილების მიღება ძნელია, მაგრამ მშობლებმა ჩვენი თავი უკან დავწიეთ, წინ ბავშვის მომავალი დავაყენეთ, მოკლედ, შევძელით და გავუშვით. ეს ყველაფერი ძნელი კიდევ იმითაც არის, რომ შორია, მაგრამ ახლა ასეა - ვართ სხვადასხვა კონტინენტზე... სკოლას თავის კამპუსი აქვს, სადაც ცხოვრობს. იქაურობას ყურადღებას აქცევენ, აკონტროლებენ. ნიტას ძალიან მოსწონს იქ ყოფნა. უხარია, რომ კარგ ხალხს შეხვდა. ადამიანებთან- კონკურსი "შენ შეგიძლია ცეკვა" რომ მოიგო, მაშინ მახსოვს მითხრა, - უცხოეთში მინდა, სწავლის გაგრძელებაო... პრინციპში, ეს ოცნება აიხდინა...
- კონკურსში რომ გაიმარჯვა, ბინა ხომ აჩუქეს, ჰოდა, ის ბინა გააქირავა და სწორედ იმ თანხით არის იქ. ბინის ქირის ფული პირდაპირ ერიცხება. მშობლებს ამაშიც მოგვეხმარა. განაგრძეთ კითხვა