"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ნიტა ლომიძე, რომელმაც წლების წინ პლასტიკურობით მთელი ქვეყანა მოხიბლა - მშობლები

"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ნიტა ლომიძე, რომელმაც წლების წინ პლასტიკურობით მთელი ქვეყანა მოხიბლა

2021-10-26 09:03:52+04:00

ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რა გო­გო­ნამ არა­ერთ ფილმში ითა­მა­შა, რე­ჟი­სორ­მა დათო დო­ი­აშ­ვილ­მა თა­ვის სპექ­ტაკ­ლებ­ში სცე­ნა­ზეც და­ა­ყე­ნა.13 წლის ასაკ­ში კი სა­ო­ცა­რი ცეკ­ვით და პლას­ტი­კუ­რო­ბით შოუს "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და ბი­ნი­თაც და­ა­სა­ჩუქ­რეს. ხალ­ხის რჩე­უ­ლი და სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე წელს სკო­ლას აშშ-ში ამ­თავ­რებს.

მე­სა­მე წე­ლია იქ სწავ­ლობს და ცხოვ­რობს. ნიტა ლო­მი­ძე ცნო­ბი­ლი წყვი­ლის - ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, რე­ჟი­ო­რის ნიკა ლო­მი­ძი­სა და ქო­რე­ოგ­რაფ თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

შვი­ლის შე­სა­ხებ ამ­ჯე­რად მამა, ნიკა ლო­მი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნი­ტამ გა­დაწ­ვი­ტა, ამე­რი­კა­ში ეს­წავ­ლა. სამი წლის წინ, ერთ-ერთი ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით იქ თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, პორ­ტფო­ლიო გა­აგ­ზავ­ნა, თით­ქმის 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო და სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ლოს-ან­ჯრ­ლეს­თან ახ­ლოს, არტ-სკო­ლა­ში ცეკ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე მე­სა­მე წე­ლია, სე­რი­ო­ზულ კურსს გა­დის. სკო­ლას წელს ამ­თავ­რებს და კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბას აპი­რებს, რის­თვი­საც ძა­ლი­ან ემ­ზა­დე­ბა. ირ­ჩევს კო­ლე­ჯებს და გან­ცხა­დე­ბებს აგ­ზავ­ნის.

- არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ასე შორს გაგ­ზავ­ნა ალ­ბათ ად­ვი­ლი არ იყო...

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა ჩვე­ნი თავი უკან დავ­წი­ეთ, წინ ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი და­ვა­ყე­ნეთ, მოკ­ლედ, შევ­ძე­ლით და გა­ვუშ­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძნე­ლი კი­დევ იმი­თაც არის, რომ შო­რია, მაგ­რამ ახლა ასეა - ვართ სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე... სკო­ლას თა­ვის კამ­პუ­სი აქვს, სა­დაც ცხოვ­რობს. იქა­უ­რო­ბას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, აკონ­ტრო­ლე­ბენ. ნი­ტას ძა­ლი­ან მოს­წონს იქ ყოფ­ნა. უხა­რია, რომ კარგ ხალ­ხს შეხ­ვდა. ადა­მი­ა­ნებ­თან ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ახლა იმა­საც აპი­რებს, რომ სა­ერ­თოდ, იქ გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა.

- კონ­კურ­სი "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" რომ მო­ი­გო, მა­შინ მახ­სოვს მი­თხრა, - უცხო­ეთ­ში მინ­და, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბაო... პრინ­ციპ­ში, ეს ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა...

- კონ­კურ­სში რომ გა­ი­მარ­ჯვა, ბინა ხომ აჩუ­ქეს, ჰოდა, ის ბინა გა­ა­ქი­რა­ვა და სწო­რედ იმ თან­ხით არის იქ. ბი­ნის ქი­რის ფული პირ­და­პირ ერი­ცხე­ბა. მშობ­ლებს ამა­შიც მოგ­ვეხ­მა­რა. განაგრძეთ კითხვა