როდიდან დათბება საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან
როდიდან დათბება საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან
უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:

"ხვალიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და 17-22 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრდუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 30 ოქტომბერს 9-14 გრადუსია მოსალოდნელი, შედარებით ცივი ამინდი იქნება, ზოგან მცირე წვიმა, ნისლი და მაღალ მთაში თოვლი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 14 -16 გრადუსის ფარგლებში. 30-ში +13 გრადუსი. 31 ოტომბრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე
აღმოსავლეთ საქართველოში. პირველი ნოემბრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დათბება", - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

თამარ იაკობაშვილი


12646
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ლია
0
დათბება გაზაფხულის ბოლოთვეებიდან
11:19 / 28-10-2021
მსგავსი სიახლეები