უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:
"ხვალიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და 17-22 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრდუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 30 ოქტომბერს 9-14 გრადუსია მოსალოდნელი, შედარებით ცივი ამინდი იქნება, ზოგან მცირე წვიმა, ნისლი და მაღალ მთაში თოვლი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 14 -16 გრადუსის ფარგლებში. 30-ში +13 გრადუსი. 31 ოტომბრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. პირველი ნოემბრიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დათბება", - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი