"დედა სულ მენატრებოდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟი დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს
"დედა სულ მენატრებოდა" - ლიკა ქავჟარაძის ვაჟი დედის უცნობ ფოტოებს აქვეყნებს
ქარ­თუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­და, ულა­მა­ზე­სი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე 26 ოქ­ტომ­ბერს 62 წლის გახ­დე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბი 2017 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს 57 წლის ასაკ­ში, სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ლიკა ყვე­ლას­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი მსა­ხი­ო­ბი იყო და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­ტი­რა... მი­უ­ხე­და­ვად სი­ლა­მა­ზი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, მისი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. ამ თე­მა­ზე თა­ვა­დაც ღიად სა­უბ­რობ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში... კი­ნო­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ოც­და­ა­თამ­დე რო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბა მას თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში“ შეს­რუ­ლე­ბულ­მა მა­რი­ტას როლ­მა მო­უ­ტა­ნა. ლიკა ყვე­ბო­და: "მა­რი­ტამ მარ­თლაც რომ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა არა მარ­ტო ჩემს კა­რი­ე­რა­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ
საკ­მა­ოდ ბევრ ფილმში ვი­თა­მა­შე, "ნატ­ვრის ხე“ მა­ინც სხვა იყო. დღემ­დე სწო­რედ ამ ფილ­მით მიხ­სე­ნე­ბენ. მა­რი­ტას როლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა“.

წლი-­ნა­ხევ­რის იყო, რო­დე­საც ლი­კას მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. გო­გო­ნას დედა და ბე­ბია მკაც­რად ზრდიდ­ნენ, ამის გამო, მშო­ბელ­თან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რო­გორც თა­ვად ლიკა ჰყვე­ბო­და, დედა მუ­დამ აკონ­ტრო­ლებ­და. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხატ­ვა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და ცდი­ლობ­და ამა­ზე გა­და­ე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დე­დის უც­ნობ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს ლი­კას შვი­ლი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ ლი­კას სი­ცო­ცხლე­ში ჟურ­ნალ­მა “ცხე­ლი შო­კო­ლა­დი” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩა­ნა­წე­რე­ბი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე, რო­მელ­შიც ლი­კას­თან ერ­თად, მისი ახ­ლობ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ლე­ვა­ნი დე­და­ზე ჰყვე­ბო­და:

"ძნე­ლია დე­და­ზე ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ დე­დაა და
მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გგო­ნია. ლიკა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ნაკ­ლე­ბად ჩა­ე­რი­ოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ ცოტა სხვა­ნა­ი­რად გა­ი­ზარ­და. არ გზღუ­დავს იმი­ტომ, რომ თვი­თო­ნაც უყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ ადრე უფრო იცო­და, თუ გა­ი­გებ­და, რომ ვი­ღა­ცა მომ­წონს, მერე იწყე­ბო­და ჩა­ცი­ე­ბა – და ვინ არის? სა­ი­დან? რა­ტომ? რო­გორ? უბ­რა­ლოდ, რო­გორც კი ხე­დავ­და, რომ ეს არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, თავს მა­ნე­ბებ­და.
mshoblebi
დი­ლას ყა­ვით და სი­გა­რე­ტით იწყებს, მერე ერთი სა­ა­თი ზის და ფხიზ­ლდე­ბა. სპორ­ტუ­ლი ტი­პია, ერთი პე­რი­ო­დი სულ დარ­ბო­და, ვარ­ჯი­შობ­და, ბევ­რს ცუ­რავ­და, ხა­ტავ­და. მე ლი­კას ნა­ხა­ტე­ბი უფრო მომ­წონს, ვიდ­რე ჩა­ნა­წე­რე­ბი; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლ­მე;

ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო - ეს ლი­კას ბი­ჭი­აა… შენ კი დე­ბი­ლი­ვით დგე­ხარ და იღი­მე­ბი. პირ­ვე­ლად, “ნატ­ვრის ხე” როცა ვნა­ხე, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე, თან მა­შინ ლიკა აქ არ იყო და მე­გო­ნა, მოკ­ვდა.

არას­დროს მივ­ლია ლი­კას მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე, არც დე­ფი­ლე­ებ­ზე. ჰო, პო­დი­უმ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ვი­და. არ ვიცი, რა­ტომ. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად მრცხვე­ნო­და? შე­იძ­ლე­ბა. ისე, ერთხელ, 8 წლის როცა ვი­ყა­ვი, მეც გა­მო­მიყ­ვა­ნა ჩვე­ნე­ბა­ზე. მარ­ტო იმი­ტომ და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ რა­ღაც ქურ­თუ­კი ჩა­მაც­ვეს და მერე მა­ჩუ­ქეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.

რა ვიცი… გავ­ხა­რო, მე­უბ­ნე­ბი­ან. ლიკა უფრო ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნია, მეც ასე­თი ვარ. იცი, მახ­სოვს, რომ დედა სულ მე­ნატ­რე­ბო­და. განაგრძეთ კითხვა

alt"12 წლიდან ოჯახის მარჩენალი გავხდი..." - ლიკა ქავჟარაძის სიტყვები და უცნობი ფოტო

altროგორ გამოიყურებოდნენ ლიკა ქავჟარაძის მშობლები და როგორი იყო ის თავის ქორწილში - უცნობი ფოტოები და გულახდილი ინტერვიუ


23021
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები