ხორვატიული ფესვები და ცნობილი ბოიფრენდები - თურქი ანჯელინა ჯოლის ცხოვრება
ხორვატიული ფესვები და ცნობილი ბოიფრენდები - თურქი ანჯელინა ჯოლის ცხოვრება
თურქული სერიალების მოყვარულებისთვის ჰალილ ალტინბილეკი საკმაოდ ცნობილი მსახიობია. მას თურქ ანჯელინა ჯოლისაც უწოდებენ და ვარსკვლავია სერიალისა "ერთხელ ჩუქუროვაში". 30 წლის ჰილალი თურქეთის ქალაქ იზმირშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით ხორვატიიდანაა. ბავშვობიდან აინტერესებდა მსახიობობა და სცენაზე თამაში. ჯერ კიდევ სკოლის თეატრში თამაშობდა.
mshoblebi
სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახიობო განათლება მიიღო და მოდელობის პარალელურად, მსახიობობას შეუდგა. თავიდანვე სერიალებში დაიწყო თამაში. უცხო გარეგნობის გამო მალევე გახდა პოპულარული და ახალ თურქ ვარსკვლავებს შორის მოიხსენიებენ.
mshoblebi
mshoblebi
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საკმაოდ ბევრი ჭორი ვრცელდება მის შესახებ. თუმცა დადასტურებულია, რომ გარკვეულ
ხანს თავისზე ბევრად უფროს მსახიობთან ჰქონდა რომანი - ასევე სერიალ "ერთხელ ჩუქუროვაში" ვარსკვლავთან, 58 წლის ქე­რემ ალი­შიქთან. თუმცა მსახიობი ამ ხმებს უარყოფს.
mshoblebi
ცოტა ხნის წინ ცნობილი სუპერმოდელის ადრიანა ლიმას ყოფილ ბოიფრენდთან დააფიქსირეს, მეტინ ჰარასთან. სავარაუდოდ, წყვილი ახლაც ერთადაა.
mshoblebi


21874
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები